სიახლეები - კულტურა ადგილობრივი განვითარებისთვის

კულტურა ადგილობრივი განვითარებისთვის

24.05.2018
24 მაისს, ფაბრიკა-ში დაიწყო ტრენინგები “კულტურა ადგილობრივი განვითარებისთვის”, რომელიც 27 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.


ტრენინგის განმავლობაში კულტურის მენეჯერები აიმაღლებენ კომპეტენციას და დაამუშავებენ კულტურულ პროექტებს რომელიც საერთაშორისო სტანდარტის იქნება. გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელები გაემგზავრებიან საზაფხულო სკოლაში, პოლონეთში, 29 ივლისიდან 6 აგვისტომდე.


პროექტის ორგანიზატორები: ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი, შემოქმედებითი საქართველო და გოეთეს ინსტიტუტი

პროექტი ხორციელდება Culture.pl და ევროპის სოლიდარული ცენტრის ფარგლებში.

პარტნიორები:

შემოქმედებითი საქართველო; გოეთეს ინსტიტუტი, შემოქმედებითი ევროპა უკრაინა; კულტურის ფონდი (უკრაინა); ევროპის სოლიდარობის ფონდი; PL