სიახლეები - კონკურსი: კულტურა ადგილობრივი გავნითარებისათვის

კონკურსი: კულტურა ადგილობრივი გავნითარებისათვის

28.03.2018
თუ ხარ კულტურის მენეჯერი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, მოლდოვა, პოლონეთი და უკრაინა, მაშინ საერთაშორისო პროექტი „კულტურა ადგილობრივი გავნითარებისათვის“ შენ გეხება. 

პროექტი არის შენთვის თუ:
- ჩართული ხარ კულტურული პროექტების მენეჯმენტში;
- ფოკუსი გაქვს ადგილობრივ საზოგადოებაზე და შენთვის კულტურა არის სოციალური ცვლილებების საშუალება;
- გსურს გახვიდე საერთაშორისო ასპარეზზე;
- გსურს აიმაღლო კომპეტენცია და შეიძინო ახალი უნარები.

პროექტის პირველი ეტაპი ჩატარდება კიევსა და თბილისში. შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ინტენსიურ პროფესიულ სემინარებში, რომლებსაც გაუძღვებიან გამოცდილი ადგილობრივი და საერთაშორისო მენტორები. 

პროექტის მეორე ეტაპი გულისხმობს სემინარის დროს დამუშავებული გამორჩეული პროექტების ხელმძღვანელების გამგზავრებას საზაფხულო სკოლაში, პოლონეთში, 29 ივლისიდან 6 აგვისტომდე. 

პროექტის სამუშაო ენა არის ინგლისური.
სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე. 

პროექტის პირველი ნაწილი ტარდება:
- კიევი (მონაწილეებისათვის შემდეგი ქვეყნებიდან: ბელარუსია, მოლდოვა, პოლონეთი, უკრაინა) 10-13 მაისი, 2018;
- თბილისი(მონაწილეებისათვის შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) 24-27 მაისი, 2018;

დარეგისტრირდი - http://bit.ly/2pjanSj

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 აპრილი, 2018.

აპლიკაციების შერჩევის პასუხები დაიგზავნება ელ. ფოსტაზე არაუგვიანეს 8 აპრილისა. 

პროექტის ორგანიზატორები არიან შემოქმედებითი საქართველო და ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი. პროექტი ხორციელდება Culture.pl და ევროპის სოლიდარული ცენტრის ფარგლებში.

პროექტის პარტნიორები:
შემოქმედებითი საქართველო; შემოქმედებითი ევროპა უკრაინა; კულტურის ფონდი (უკრაინა); ევროპის სოლიდარობის ფონდი; PL în Moldova.

დამატებითი ინფორმაცია