სიახლეები - კვლევითი პროგრამა

კვლევითი პროგრამა

24.01.2019
კვლევითი პროგრამა

შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასიფიკაცია და სტატისტიკური მაჩვენებლების კვლევა

შემოქმედებითმა საქართველომ შეიმუშავა შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასიფიკაცია. ორგანიზაციის საერთაშორისო და ადგილობრივ მრჩეველთა საბჭოებთან კონსულტაციის, სხვადასხვა საერთაშორისო მეთოდოლოგიის ანალიზის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან და სხვა სტრუქტურებთან კომუნიკაციის საფუძველზე, შემუშავდა შემოქმედებითი ინდუსტრიების სტატისტიკური მაჩვენებლების დათვლისთვის საჭირო კლასიფიკაციის მოდელი (NACE rev2 კოდებზე დაყრდნობით), რათა ჩამოყალიბდეს სექტორის პერიოდული კვლევის მეთოდი და ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია ქვეყნის მდგრად გგანვითარებაში შემოქმედებითი და ინოვაციური სექტორების წვლილის შესახებ.

შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და თანამედროვე ხელოვნების კლასტერი/ჰაბი:
 
შემოქმედებითმა საქართველომ მუშაობა დაიწყო შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და თანამედროვე ხელოვნების ფიზიკური სივრცისა და ბიზნესკლასტერის განვითარებაზე. შემუშავებულია პროექტი და ჩატარებულია საჭიროებათა პირველადი ანალიზი. პროექტის ფარგლებში, სსიპი თანამშრომლობს GIZ-თან, საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს წევრებთან, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და სახელოვნებო სექტორის წარმომადგენლებთან.