სიახლეები - ლარა მიცავს მე. ამბები საქართველოდან

ლარა მიცავს მე. ამბები საქართველოდან

27.08.2018
შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება გამოფენა "ლარა მიცავს მე. ამბები საქართველოდან"
 
 
 
  • გამოფენის გახსნა: 20.09.2018 – 19:00
  • 21 სექტემბერი  2018 – 20 იანვარი 2019
  • ლოკაცია: ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ფრანკფურტი, გერმანია
 
თბილისი, ამბობენ ახალი ბერლინიაო. სადღეღამისო ცხოვრების სტილი ჩვეულებრივ ამბად იქცა ბევრი თბილისელისთვის. ისტორიული სავაჭრო და კულტურული მარშრუტების გასაყარზე მდებარე ქალაქი, ყოველთვის განსხვავებულ ადამიანებს უყრიდა თავს, გაუაზრებლად, დაპყრობითა თუ შემოჭრით ან უბრალოდ  თავშესაფარს სთავაზობდა დევნილებს.  

ადგილობრივი საზოგადოება იშვიათად ირეოდა ერთმანეთში, პირიქით, გამჭვირვალე საზღვრებს ქმნიდა, რომლის მეშვეობითაც კულტურათა ეკლეკტიკურ გაერთიანებას უწყობდა ხელს, რომლებიც გვერდი-გვერდ თანაარსებოდნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი ვიდეო ნამუშევრები, ფოტოგრაფია და დიზაინის ობიექტები სხვადასხვა ისტორიას მოგვითხრობენ. თანამედროვე მხატვრებისა და დიზაინერების ისტორიები საქართველოდან - ეს არის ამბები პასუხების გარეშე, იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც პასუხებზე უფრო მეტ შეკითხვას გაგვიჩენს.

ღონისძიება ფეისბუქზე

დამატებითი ინფორმაცია