სიახლეები - ლექცია ეფექტური საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვის შესახებ

ლექცია ეფექტური საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვის შესახებ

27.04.2017
Impact Hub Tbilisi წარმოგიდგენთ Deem Communications-ის დამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორის Raffi Niziblian-ის ლექცია/დისკუსიას საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვის შესახებ. 

საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება შრომატევადი საქმიანობაა - ხშირად დიდ დროს მოითხოვს და შესაძლოა სხვადასხვა შედეგი მოიტანოს. თუმცა, წარმატებული კამპანიის დაგეგმვა, განხორციელება და სასურველი შედეგის მიღება მოკლე დროშიც შესაძლებელია. 

რა არის ის საკვანძო კომპონენტები, რომელიც მიგვიყვანს გრძელვადიან სასურველ შედეგებამდე? 

რაფი ნიზიბლიანი ისაუბრებს ამ და სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საკომუნიკაციო კამპანიის მომზადება, დაგეგმვა და განხორციელება. 

Deem Communications არის სომხეთში მოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სააგენტო ათწლიანი გამოცდილებით, რომელიც ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს. სააგენტოსთან თანამშრომლობენ ისეთი ცნობილი კომპანიები როგორიცაა, Media Consulta და Ketchum Moscow. Deem Communications უზრუნველყოფს ევროკავშირის საკომუნიკაციო სტრატეგიას სომხეთში. 

Deem Communications არის ამერიკის სავაჭრო პალატის, ევროპის ბიზნესასოციაციის, იმფაქთ ჰაბისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. 

ღონიძიების დეტალები იხილეთ მბულზე.