სიახლეები - მოგზაურობა შემოქმედებით საქართველოში

მოგზაურობა შემოქმედებით საქართველოში

23.06.2017

პირველად რეგიონების მაშტაბით!

შემოქმედებითი საქართველო იწყებს საინფორმაციო ტურს რეგიონებში.
29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩვენი ჯგუფი პრეზენტაციას გამართავს ბორჯომში, ახალციხესა და ახალქალაქში. შეხვედრაზე მოხდება არსებული ადგილობრივი რესურსების ანალიზი და ალტერნატიული ბიზნეს მოდელების განხილვა.

ასევე საუბარი იქნება თუ როგორ უნდა მოიპოვო გრანტი პროგრამა შემოქმედებითი ევროპიდან.

შეხვედრა იქნება დიალოგის ფორმატში და აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა უკეთესად გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიებსა და მის ეკონომიკურ სარგებელს.

  • ბორჯომი​, 29 ივნისი, 13:00 სთ - გამგეობის შენობა

  • ახალციხე​, 1 ივლისი, 11:00 სთ - რაბათის ციხე, საკონფერენციო დარბაზი

  • ახალქალაქი​, 2 ივლისი, 12:00 სთ - მომავლის სახლი

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია

გელით !

დამატებითი ინფორმაცია