სიახლეები - ​სურათების ენა. ფოტოგრაფიის ხელოვნება საქართველოდან

​სურათების ენა. ფოტოგრაფიის ხელოვნება საქართველოდან

10.09.2018
ფრანკფურტის ფოტოგრაფიის ფორუმში ქართული ფოტოგრაფიის გამოფენა მოეწყობა, რომელიც აერთიანებს ისტორიული და თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს. ქართული ფოტოგრაფიის მრავალფეროვნების ამსახველი მსგავსი მასშტაბის გამოფენა პირველად ეწყობა. გამოფენა წარმოადგენს ტრადიციულ და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილ ვიზუალურ ისტორიებს, 1980 - 2000 წლების დოკუმენტურ ფოტოგრაფიას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდს უკავშირდება, ასევე, ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს და ახალ ვიზუალურ ძიებებს პორტრეტის ჟანრში. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბეჭდური პუბლიკაციები, გაიმართება ლექციების სერია, შეხვედრები წამყვან ქართველ ფოტოგრაფებთან და ფოტო ფესტივალების ხელმძღანელებთან.
 
  • გამოფენის გახსნა 21.09.2018 – 19:00
  • 22 სექტემბერი – 18 ნოემბერი 2018
  • ლოკაცია: ფრანკფურტის ფოტოგრაფიის ფორუმი, ფრანკფურტი, გერმანია

გამოფენის კურატორი: სელინა ლუნსფორდი, ფრანკფურტის ფოტოფორუმის კურატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი

ისტორიული ხელოვანები: ალექსანდრე როინაშვლი და დიმიტრი ერმაკოვი

თანამედროვე ხელოვანები: გურამ წიბახაშვილი, ბესო უზნაძე, ნათელა გრიგალაშვილი, დინა ოგანოვა, ლადო ლომითაშვილი


გამოფენა ხორციელდება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.

დამატებითი ინფორმაცია