სიახლეები - "სახელოვნებო რეზიდენციების" მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა იტალიაში

"სახელოვნებო რეზიდენციების" მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა იტალიაში

28.11.2018

ოთხშაბათს, 28 ნოემბერს, 18:00 საათზე, მხოლოდ ერთი ღამით,  Luoghi Comuni San Salvario-ს კომპლექსის საგამოფენო სივრცეში - L’OFFICINA con-Temporanea, საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციის ჩანაფიქრი და ორგანიზება ეკუთვნის ტურინში დაფუძნებულ Istituto Garuzzo per le Arti Visive-ს.

სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამის მეშვეობით, რომელიც გათვლილია 35 წლამდე ასაკის დამწყებ საერთაშორისო ხელოვანებზე, გარუცოს ინსტიტუტი ორკესტრირებას უწევს კულტურულ გაცვლებს ორი მიზნით: რათა შესაძლებლობა მისცეს იტალიელ ხელოვანებს დაკავდნენ პროფესიული განვითარებით საზღვრების მიღმა; და იმავდროულად უმანსპინძლონ უცხოელ ხელოვანებს პიედმონტში. ესაა შესაძლებლობა როგორც იტალიელი ხელოვანების რეკლამირებისთვის, ასევე ინსტიტუციური ურთიერთობების გასაძლიერებლად პარტნიორ ქვეყნებში, რათა ამ პროცესისას  შეიქმნას კულტურული ხიდები ქვეყნებს შორის. 

2018 წლის გამოცემაში, რომელსაც კურატორობდა რებეკა დე მარჩი რობერტა არელისთან ერთად, ღია კონკურსის ფარგლებში ოთახ ხელოვანს: მანანიკო კობახიძეს (თბილისი, საქართველო), შოთა აფციაურს (თბილისი, საქართველო), მატია ერკოლეს (ბუენოს აირეს, არგენტინა) და სადაფ ჰეასმიანს (თეირანი, ირანი), კურატორ რენეტა ზასთან (ბუენოს აირეს, არგენტინა) ერთად საშუალება მიეცათ სარეზედენციო პერიოდი გაეტარებინათ ტურინში, ნოემბრის თვეში, რომელიც ტრადიციულად ეძღვნება თანამედროვე ხელოვნებას. ახალგაზრდა ხელოვანები დარჩნენ Luoghi Comuni San Salvario-ს სარეზედენციო კომპლექსში. 

რეზიდენციამ  უთვალავი შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდა ხელოვანებს გაეტარებინათ დრო ერთად, შეედარებინათ და განესხვავებინათ საკუთარი და მათი უცხოელი, განსხვავებული კულტურის წარმომადგენელი კოლეგების შემოქმედებითი და ტექნიკური კვლევები. რეზიდენციამ მათთვის შესაძლებელი გახადა ჰქონოდათ კონტაქტი სხვა ხელოვანებთან, ინდივიდუალურ კურატორებთან, მუზეუმის დირექტორებთან და სხვა კულტურული სექტორის ოპერატორებთან.

28 ნოემბრის ოთხშაბათ საღამოს ამ ოთხი ხელოვანის შრომის შედეგი იყო წარმოდგენილი. 

„ჩვენ ყოველთვის ვდებდით ინვესტიციას ახალგაზრდებში“, აცხადებს გარუცოს ინსტიტუტის თავმჯდომარე, იზაბელა გარუცო, „და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა სახელოვნებო რეზიდენციები -  ჩვენ გვაქვს ნიჭისა და მომავლის რწმენა. „
ინიციატივა წარმოადგენს Torino + Piemonte Contemporary art პროგრამის ნაწილს.

გარუცოს ინსტიტუტის პარტნიორები არიან: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის საელჩო თბილისში, იტალიის საელჩო თეირანში, იტალიური კულტურის ინსტიტუტი ბუენოს აირესში, არგენტინის კულტურის სამინისტრო, სსიპ შემოქმედებითი საქართველო, ევროკავშირის კულტურის ნაციონალური ინსტიტუტის კლასტერი ირანში, Kooshk Residency თეირანში. 

Istituto Garuzzo per le Arti Visive - არაკომერციული კულტურული ორგანიზაცია დაფუძნებული ტურინში, შეიქმნა 2005 წელს, რათა გაეზარდა იტალიელი ხელოვანების პროფილი საერთაშორისო მასშტაბით, პოპულარიზაცია გაეწია თანამედროვე ხელოვნებისთვის, როგორც კულტურული დიპლომატიისთვის, ხელი შეეწყო მეგობრული ურთიერობებისთვის განვითარებისთვის ქვეყნებს შორის და რეკლამირება გაეწია ისეთი პროექტებისთვის, როგორებიცაა გამოფენები, რეზიდენციები და პრიზები.