სიახლეები - საქართველო - ფრანკფურტი

საქართველო - ფრანკფურტი

16.10.2018
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ფრანკფურტში გაიმართა შვიდი ღონისძიება:




- ბულიონი ბულიონისგან;

- o potio n. - თეა ჯორჯაძის პერსონალური გამოფენა;

- აღწერები - ქართული ვიდეო ხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების გამოფენა;

- ლარა მიცავს მე. ამბები საქართველოდან;

- სურათების ენა. ფოტოგრაფიის ხელოვნება საქართველოდან;

- თბილისის ჰიბრიდი. რეფლექცია არქიტექტურაზე საქართველოში;

- ანდრო ვეკუას ნამუშევრების ვიდეო ჩვენება.

 


bulioni.jpg 


   




ბულიონი ბულიონისგან


ჯგუფი ბულიონი დაარსდა 2008 წელს, კოლექტივის წევრები არიან ნატალია ვაწაძე, თეიმურაზ ქართველიშვილი, ვლადიმირ ხართიშვილი, კონსტანტინე ქიტიაშვილი, ეკა ქეძბაია, და ზურაბ კიკვაძე. მათი პერფორმანსები, რომლებიც, მეტად საჯარო სირცეებში იმართება, ქართული კულტურის მრავალფეროვან და მულტიკულტურულ ასპექტებს ეხმაურება, მათ შორის საქართველოს ურთიერთობას დასავლეთ ქვეყნებთან.

ფრანკფურტში, ბაზიში, ჯგუფმა გამართა "სოციალური აერობიკის ტრილოგია“ სადაც თავმოყრილია 3 პერფორმანსი:

- 13 სექტემბერს გაიმართა "Religious Aerobics";

- 14 სექტემბერს - "Protest";

- 11 ოქტომბერს - "The strategies for the Weightlifters"

ბულიონი ბაზისის სოციალურ გვერდზე

ბულიონი სოციალურ გვერდზე

ბულიონი გერმანულ მედიაში

ბულიონი ბაზისის ვებ გვერდზე

ბულიონი ჩვენს ვებ გვერდზე


 


jorjadze.JPG 


  




o potio n. - თეა ჯორჯაძის პერსონალური გამოფენა


ფრანკფურტში, გალერეა პორტიკუსში, 15 სექტემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით წარმოდგენილია ქართველი თანამედროვე მხატვრის, თეა ჯორჯაძის პერსონალური გამოფენა, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი ინსტალაციები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საქართველოს საგამოფენო პროგრამისთვის შეიქმნა.
გამოფენა გერმანულ მედიაში

გამოფენა პორტიკუსის სოციალურ გვერდზე

გამოფენა პორტიკუსის სოციალურ გვერდზე 2

ინფორმაცია გამოფენის შესახებ  ქართულ მედიაში

ინფორმაცია გამოფენის შესახებ გერმანულ მედიაში

ინფორმაცია გამოფენის შესახებ პორტიკუსის ვებ გვერდზე

ინფორმაცია გამოფენის შესახებ ჩვენს ვებ გვერდზე


 


agcerebi.JPG 


 




აღწერები - ქართული ვიდეო ხელოვნების და მოძრავი გამოსახეულების გამოფენა


2018 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე, ატელიე ფრანკფურტში, გაიმართა ქართული ვიდეო ხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების გამოფენა. საგამოფენო კონტექსტისთვის შექმნილი ქართული ვიდეო ხელოვნება და მოძრავი გამოსახულება, მისთვის დამახასიათებელი ფორმით, აღწერს დამოუკიდებელ, პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიას.

ტრადიციული ხელოვნების ფორმებთან ერთად, მნიშვნელოვანია თანამედროვე მხატვრული ფორმების რეპრეზენტაცია საერთაშორისო კულტურულ კონტექსტში, რადგან ახალი მედიები ხელოვნებაში ბევრად უფრო ადეკვატურად წარმოადგენს დღევანდელი რეალობის აღქმას და მის მხატვრულ გადმოცემას.


წარდგენილი ნამუშევრები

ინფორმაცია გამოფენის შესახებ გერმანულ მედიაში

ინფორმაცია გამოფენის შესახებ ატელიე ფრანკფურტის ვებ გვერდზე

ინფორმაცია გამოფენის შესახებ ჩვენს ვებ გვერდზე



 


lara-micavs-me.jpg

 
 




ლარა მიცავს მე. ამბები საქართველოდან


გამოფენა სახელწოდებით „ლარა მიცავს მე“ 2018 წლის 21 სექტემბრიდან 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

საგამოფენო ვიდეო ნამუშევრები, ფოტოგრაფია, დიზაინის ობიექტები სხვადასხვა ისტორიებს მოგვითხრობენ. თანამედროვე მხატვრების და დიზაინერების ისტორიები საქართველოდან ეს არის ამბები პასუხების გარეშე, იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც პასუხებზე უფრო მეტ შეკითხვას გაგვიჩენს.


ინფორმაცია გამოფენის შესახებ ქართულ მედიაში

ინფორმაცია გამოფენის შესახებ გერმანულ მედიაში

ინფორმაცია გამოფენის შესახებ გერმანულ მედიაში 2

პოდკასტი გამოფენის შესახებ


დამატებითი ინფორმაცია სოციალურ გვერდზე

ინფორმაცია გამოფენის შესახებ ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ვებ გვერდზე

ინფორმაცია გამოფენის შესახებ ჩვენს ვებ გვერდზე


 


suratebis-ena.JPG


  




სურათების ენა. ფოტოგრაფიის ხელოვნება საქართველოდან


გამოფენა მიმდინარეობს 22 სექტემბრიდან - 18 ნოემბრის ჩათვლით და მასზე წარმოდგენილია როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები. გამოფენა  წარმოადგენს ვიზუალურ ისტორიებს, ტრადიციულ და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით; 1980 - 2000 წლების დოკუმენტურ ფოტოგრაფიას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდს უკავშირდება; გამოფენაზე ასევე წარმოდგენილა ახალი ვიზუალური ძიებები პორტრეტის ჟანრში და ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები.

ინფორმაცია გამოფენის შესახებ გერმანულ მედიაში

ინფორმაცია გამოფენის შესახებ ფრანკფურტის ფოტოგრაფიის ფორუმის ვებ გვერდზე

ინფორმაცია გამოფენის შესახებ ჩვენს ვებ გვერდზე


 


hibrid-tbilisi.JPG

 





თბილისის ჰიბრიდი
რეფლექცია არქიტექტურაზე საქართველოში


2018 წლის 29 სექტემბრიდან - 2019 წლის 13 იანვრის ჩათვლით გერმანიის არქიტექტურის მუზეუმში მიმდინარეობს გამოფენა სახელწოდებით „თბილისის ჰიბრიდი“, რომლის მიზანია ევროპის ფართო საზოგადოებისთვის თბილისში არსებული ნაგებობების სისტემური წარდგენა, ტრადიციული და ხელოვნურად შექმნილი სივრცეების ანალიზი; დედაქალაქში მცხოვრები ადამიანების ფასეულობების, ცხოვრების სტილის ჩვენება, რამაც დღევანდელი არქიტექტურული სურათი, ე.წ. „თბილისის ჰიბრიდი“ განაპირობა.

იხილეთ ინფორმაცია გამოფენის შესახებ

ინფორმაცია გამოფენის შესახებ გერმანულ მედიაში

ინფორმაცია გამოფენის შესახებ გერმანიის არქიტექტურული მუზეუმის ვებ გვერდზე

ინფორმაცია გამოფენის შესახებ ჩვენს ვებ გვერდზე


 


andro-vekua.JPG


 




ანდრო ვეკუას ნამუშევის ვიდეო-ჩვენება


11 ოქტომბერს ფრანკფურტის მოდერნისტული ხელოვნების მუზუემში (MMK) წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი გამოჩენილ ქართველი ხელოვანის - ანდრო ვეკუას ახალი ვიდეო ნამუშევრის  “All is Fair in dreams and War” ჩვენება. თანმხლები პროგრამის ფარგლებში გაიმართა ლიტერატურული ინტერვენცია პოეტ რატი ამღლობელთან თანამშრომლობით.

ინფორმაცია გამოფენის შესახებ გერმანულ მედიაში

ინფორმაცია გამოფენის შესახებ ჩვენს ვებ გვერდზე


 


2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამა