სიახლეები - საქართველო შემოქმედებით ევროპაში

საქართველო შემოქმედებით ევროპაში

18.12.2017
22 დეკემბერს, 10:30 საათიდან - 17:00 საათამდე, სასტუმრო რუმსში, გაიმართება შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკის ღონისძიება "საქართველო შემოქმედებით ევროპაში"

ღონისძიების მიზანია შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარებს მისცეს შესაძლებლობა ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ პროგრამით დაინტერესებულ ყველა პირს და პოტენციურ აპლიკანტს. დაფინანსებული ორგანიზაციები წარმოადგენენ თავიანთ პროექტებს და დეტალურად ისაუბრებენ განაცხადის წარდგენის პროცესზე. ბენეფიციარები პოტენციურ აპლიკანტებს ესაუბრებიან იმაზე, თუ როგორ გადალახეს აპლიკაციის შევსებასთან და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვასთან დაკავშირებული სირთულეები. 

ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ბენეფიციარი ორგანიზაციები:
  • თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი, პროექტით: დრამა ციფრული ხდება;
  • ფონდი NOOSFERA, პროექტით: კინოფესტივალი CinéDOC;
  • საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, პროექტით: ევროპული კინოკლუბები და სკოლის ლიცენზირება;
  • დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი, პროექტით: Sofa - კინოაგენტების სკოლა;
  • გამომცემლობა აგორა, პროექტით: ევროპული ლიტერატურის მოზაიკა;
  • გამომცემლობა ელფი, პროექტით: ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის 10 გამარჯვებული;
  • თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CCA, პროექტით: ჯადოსნური ხალიჩა.

დრო: 22 დეკემბერი, 10:30 - 17:00 საათი.

მისამართი: Rooms Hotel Tbilisi, კოსტავას #14




დამატებითი ინფორმაცია