სიახლეები - საქართველოს ეროვნული პავილიონში წარსადგენი პროექტის გამარჯვებული!

საქართველოს ეროვნული პავილიონში წარსადგენი პროექტის გამარჯვებული!

22.11.2018
2018 წლის 12 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით და მხარდაჭერით, “შემოქმედებითმა საქართველომ” გამოაცხადა კონკურსი 2019 წლის ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შესარჩევად.

განაცხადების მიღების ვადად 2018 წლის 26 ოქტომბერი დასახელდა.

განაცხადების მიღება განხორციელდა სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: biennale@creativegeorgia.ge

26 ოქტომბრამდე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოვიდა 10 სრული განაცხადი, პროექტები დეტალური შემოწმების შემდეგ, გადაეგზავნა შესარჩევ კომისიას.

მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა კომისიის წევრები იყვნენ:

- ბერალ მადრა - კურატორი და ხელოვნებათმცოდნე, BM თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, თურქეთი;

- ევა გონსალეს სანჩო - ოსლოს ბიენალეს კურატორი, ნორვეგია;

- სოულ ანტონი - მკვლევარი, ჰუმანიტარული და მედია მეცნიერებები, პრატის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ამერიკის შეერთებული შტატები;

- ქეთევან შავგულიძე - კურატორი, ხელოვნებათმცოდნე - ლექტორი, თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველო;

- მიხეილ გიორგაძე - საქართველოს განათლების, მეცინიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე;

კომიისიის ყველა წევრი ინდივიდუალურად აფასებდა პროექტებს და შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

1) კონცეფცია და მისი შესაბამისობა ვენეციის ბიენალეს ძირითად კონცეფციასთან მიმართებაში;
2) პროექტის განმახორციელებული ჯგუფის გამოცდილება;
3) გამოფენის ექსპოზიციის დიზაინი და ტექნიკური სპეციფიკაციები;
4) ბიუჯეტის შესაბამისობა გამოფენის კონცეფციასა და ექსპოზიციის დიზაინთან მიმართებაში.


კომისიის მიერ გამარჯვებული პროექტად დასახელდა:

მხატვარ ანნა კ.ე.-სა და კურატორ მარგო ნორტონის, გალერეა სიმონე სუბალის და პროჯექთ ართბითის პროექტი REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…

ხოლო მეორე და მესამე  სარეზერვო ადგილზე გავიდა პროექტები:

„უკანასკნელი საათის უკანასკნელი წამის ერთი მეხუთედი„
კურატორი ანდრეი მიზიანო
გალერეა ერთი

„ქართული სუფრა“
კურატორი: ირინა ქურთიშვილი


REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation... 

2019 წლის, ვენეციის 58-ე საერთაშორისო ბიენალეზე, ქართული პავილიონისთვის, Anna K.E. გეგმავს შექმნას მაშტაბური ნამუშევარი — სპეციფიური არქიტექტურული გარემო სახელად REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation... (2019).

მისი ეს, ამ დროისთვის ყველაზე ამბიციური პროექტი, ამ ხელოვანის შემოქმედების ბევრ წამყვან მოტივს აერთიანებს, რომლებიც მან თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ღრმად იკვლია და დაამუშავა.

K.E.-ს, რომელიც კლასიკურ ბალეტს პროფესიულად სწავლობდა, სივრცეში სხეულის მოძრაობის განსაკუთრებულად ზუსტი განცდის ნიჭი აქვს, ამიტომ, მის შემოქმედებაში შექმნილ დენად არქიტექტურულ სივრცეებს ყოველთვის ქორეოგრაფიულობა გამოარჩევს. — ასეთ სივრცეში მოხვედრილი მაყურებელი მისდაუნებურად ყოველთვის შემოქმედის მიერ გარკვეულად დადგენილი დაკვალიანებით მოძრაობს.
Anna K.E.-ს შემაცბუნებელ ვიდეოებში, მისივე სხეული ხშირად პროტაგონისტის როლში გვევლინება — შეზღუდული, დეტერმინირებული, თუ იზოლირებული, ის მუდმივად

მიგვანიშნებს სხეულებრივი და დგიტალური არსობრივობების სულ უფრო გაღრმავებულ

ურთიერთდამოკიდებულებაზე. თანამედროვე ცხოვრების აბსურდული, მაგრამ ამავდრულად სიცოცხლისუნარიანი ალეგორიებით, ანნას ნამუშევრები მოითხოვენ ყურადღების ქვეშ მოვაქციოთ არაპირობითი ხედვის შანსი, საიდანაც შესაძლო ხდება შეუთავსებელი ცნებების თანაარსებობა.

REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...-ის სტრუქტურის ზედაპირზე უსისტემოდ მიმოფანტულია პოლირებული რკინისგან გაკეთებული, ონკანების მსგავსი სკულპტურული-ობიექტები, რომლებშიც წყალი განუწყვეტლივ ცირკულირებს. K.E. ამ ელემენტებით ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ სუბსტანციას უსვავს ხაზს. წყალი მუდმივობას, განწმენდას და ენერგიას გულისხმობს. ვერცხლისფერი ონკანების იეროგლიფური ფორმები ქართული ანბანის, ასომთავრულის პროტოტიპებია, რომელიც ძ.წ. 430 წელს გაფორმდა.

REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...-თვის K.E. ამ ასომთავრულის ანბანით ინგლისურ სიტყვას “deranged” მარცვლავს, ისე, რომ არ თარგმნის ქართულად. ვენეციის ბიენალეს კონცეფციასთან თანხვედრაში, K.E. ენის სტრუქტურას და თარგმანს აყენებს ეჭვქვეშ, სიტყვა „deranged” თავისმხრივ ნიშნავს რაღაცას, რაც ირაციონალური და არასტაბილურია, არასწორად თარგმნილი ან „ალტერნატიული ფაქტი“, რომელიც არღვევს კავშირს ენას, ფორმას და პერცეფციას შორის. Anna K.E. მიგვანიშნებს, რომ სისტემები და ინსტიტუციები, რომლებიც უდრეკი იყო საუკუნეების განმავლობაში, დღეს უკვე ძალიან ფასადური, ხელოვნური და ძალდატანებით დაბალანსებული საზოგადოებრივი სხეულებია — შეიძლება ითქვას კოლაფსის ზღვარზე მყოფი.

Anna K.E.-ს ნამუშევრები ყოველთვის გვახსენებს იმ ფუნდამეტურ მახასიათებლებს, რომლებიც ადამიანებს გვაერთიანებს და გვხდის ადამიანებად.
შეგახსენებთ რომ, 2019 წლის ვენეციის ბიენალეს წინასწარი გახსნა 8-დან 10 მაისის ჩათვლით გაიმართება, ხოლო ოფიციალურად ბიენალე 11 მაისიდან გაიხსნება და 24 ნოემბრამდე გასტანს.

2019 წლის გამოფენა, რომლის კურატორიც რალფ რუგოფია (Ralph Rugoff), იმართება საერთო კონცეფციის ქვეშ “გეცხოვროთ საინტერესო დროს” (May You Live in Interesting Times) (იხილეთ ვენეციის ბიენალეს 2019 წლის კონცეფცია).

“გეცხოვროთ საინტერესო დროს” (May You Live in Interesting Times), ხელოვანთა იმ ნამუშევრებს გააერთიანებს, რომლებიც დამთვალიერებელს ობიექტებისა და გამოსახულებების, ჟესტებისა და სიტუაციების ახლებური გააზრების საშუალებას მისცემს.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გვერდზე

ინფორმაცია კონკურსის შესახებ გადაცემაში - სხვა შუადღე

ინფორმაცია კონკურსის შესახებ გადაცემაში #ნაშუადღევს

ინფორმაცია კონკურსის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

რადიო თავისუფლების სიუჟეტი

ინფორმაცია კონკურსის შესახებ ტეკეკომპანია მაესტროს ეთერში

ინფორმაცია კონკურსის შესახებ ტვ პირველზე

ინფორმაცია კონკურსის შესახებ ინტერპრესნიუსზე



3D ვიზუალი: რასელ კირკი