სიახლეები - შეხვედრა ჟურნალისტებთან

შეხვედრა ჟურნალისტებთან

19.06.2018
დღეს, მწერალთა სახლში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა გერმანელ ჟურნალისტებთან, რომელზეც მედეა მეტრეველმა და ანა რიაბოშენკომ საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ლიტერატურული და კულტურული პროგრამის შესახებ ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან ქართულ კულტურას. დღეს, მათ მოინახულეს თბილისის არქიტექტურული ძეგლები და მოისმინეს დედაქალაქის ისტორია.