სიახლეები - შეხვედრა პოლონელ კურატორ, ევა სოლარესთან

შეხვედრა პოლონელ კურატორ, ევა სოლარესთან

12.12.2018

11 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა შეხვედრა პოლონელ კურატორ, ევა სოლარესთან, რომელმაც წარმოადგინა მის მიერ პოლონეთში განხორციელებული გამოფენისა და ამ გამოფენის იდეის პრეზენტაცია.

გამოფენის მიზანს წარმოადგენდა იმ ადამიანების (ბავშვების, მშობლების და სხვ.) წახალისება, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების გალერეებში თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ.

პოლონურ-ქართული კულტურული ურთიერთობებისა და მიმდინარე ერთობლივი პროექტების ფარგლებში სსიპ შემოქმედებითი საქართველო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პოლონეთის ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტთან და ღია პოლონეთთან თანამშრომლობით ახალ თანამშრომლობით პროექტს აანონსებს.