სიახლეები - შემოქმედებითი და თანამედროვე ხელოვნების კლასტერი

შემოქმედებითი და თანამედროვე ხელოვნების კლასტერი

17.07.2018
შემოქმედებითი საქართველოს მიერ იგეგმება შემოქმედებითი და თანამედროვე ხელოვნების კლასტერის განვითარება თბილისში. 2018 წლიდან, შემოქმედებითი და თანამედროვე ხელოვნების კლასტერის დაარსების მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

გთხოვთ, შეავსეთ კითხვარი და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, ამით დაეხმარებით პროექტზე მომუშავე გუნდს, რომ უკეთ შეისწავლოს არსებული საჭიროებები და გაითვალისწინოს თქვენი რჩევები.

კლასტერის იდეა მდგომარეობს საერთო სივრცეში შემოქმედებითი და სახელოვნებო ორგანიზაციების მდგრადი ეკოსისტემის შექმნაზე, რომლის ძირითადი მიმართულება და ფუნქცია იქნება:
  • შემოქმედებითი მეწარმეობისა და ინდუსტრიების ხელშეწყობა;
  • თანამედროვე ხელოვნებისა და შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობა (სახელოსნოები, რეზიდენციები, საგამოფენო სივრცე);
  • კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა;
  • სოციო - ურბანული განვითარება;
  • შემოქმედებითი კლასტერების ხელმშემწყობი მექანიზმების განვითარება და ქსელის გაფართოება საქართველოს რეგიონებში;
  • ახალგაზრდობისა და სოციალურად დაუცველთა ინტეგრაცია;
  • კულტურათაშორისი და სექტორთაშორისი თანამშრომლობა.

ამ ეტაპზე, შემუშავებული კლასტერის ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე, კლასტერის ძირითად შემადგენელი ნაწილებად მოიაზრება:
  • შემოქმედებითი ინდუსტრიების ინკუბატორები და აქსელერატორები;
  • გალერეები და საგამოფენო სივრცეები;
  • მრავალფუნქციური სივრცე (კინოჩვენება, სპექტაკლი, კონფერენცია);
  • სახელოვნებო ინსტიტუციები / ფონდები;
  • სახელოვნებო არქივი და რეზიდენციები;
  • საგანმანათლებლო მიმართულებები;
  • საერთო სამუშაო სივრცე (co-working space);
  • ბიბლიოთეკა და მედიათეკია;
  • გასტრონომია და კვებითი ობიექტები;
  • დასვენება და რეკრეაცია.

კლასტერის კონცეფციის შემუშავებისთვის აუცილებელია შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების, ამასთანავე, დაინტერესებული საზოგადოების აქტიური ჩართულობა. ამ მიზნით, გთხოვთ შეავსოთ წინამდებარე კითხვარი, რომელიც დაეხმარება პროექტზე მომუშავე გუნდს გაითვალისწინოს რჩევები და შენიშვნები.

იხილეთ შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასიფიკაცია.