სიახლეები - შემოქმედებითი ინგლისი

შემოქმედებითი ინგლისი

29.11.2017

შემოქმედებითი ინგლისი (Creative England) წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას ინგლისში. იგი დაარსდა 2011 წელს, რამდენიმე რეგიონული კინოკომისიის გაერთიანების შედეგად, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის კინოკომისია (UK Film Council) დაიხურებოდა. ძირითადი ოფისები აქვს ბრისტოლსა და სოლფორდში. კომპანია ფინანსდება როგორც საჯარო, ისე კერძო წყაროების მიერ. მისი ფართო საერთაშორისო თანამშრომლობა აერთიანებს ისეთ მსხვილ და მნიშვნელოვან კომპანიებსა და ორგანიზაციებს, როგორიცაა Google, Facebook, Microsoft, KPMG, ევროკომისია და რიგი სხვა სამთავრობო ორგანიზაციები. საინტერესო ფაქტია, რომ შემოქმედებითი ინგლისი ასევე ნაწილობრივ ფინანსდება ევორნული ლატარიადან.
შემოქმედებითი ინგლისის მთავარი მზიანია შემოქმედებითი ინდუსტრიების მნიშვნელობისა და როლის გაზრდა.

ის აფინანსებს ნიჭიერ ადამიანებს და მათ შემოქმედებით იდეებს, რაც ამდიდრებს ვიდეოთამაშების, ტელევიზიის და ციფრული მედიის ინდუსტრიების ბაზარს. პირდაპირი ინვესტიციებითა და შეღავათიანი სესხებით დაწყებული, ბიზნეს მენტორობით დამთავრებული ორგანზიაცია ეხმარება შემოქმედ პიროვნებებს იდეებისა და ბიზნეს გეგმების განხორციელებაში.

რატომ ეწევა Сreative England ამ საქმიანობას? რადგან შემოქმედებითი ინდუსტრიების არსებობა ინგლისში უკვე დიდი წარმატებაა. შემოქმედებითი ინდუსტრიები ქმნიან სამუშაო ადგილებს, ფასეულობებს; უზრუნველყოფენ ინოვაციებს და ხელს უწყობენ გეგმების შესრულებას და ამბიციის გაზრდას. ზოგიერთი სფერო ნაკლებადაა განვითრებული და დაფინანსებაც ზედმეტად მცირე აქვს, ამიტომაც საჭიროა მათთვის ხელის შეწყობა სწავლებით, ინფრასტრუქტურის, ბაზარზე და ფინანსებზე წვდომის გაადვილებით, იდეების გაზიარებითა და კავშირების გაზრდით. ამ და სხვა საჭირო რესურსებთან წვდომის საკითხებში დისბალანსი იგრძნობა ინგლისის შიგნითაც კი, ლონდონსა და ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის, რის გამოც ზოგჯერ იკარგება ნიჭი და იდეებიც განუხორციელები რჩება. ამ უთანასწორობის აღმოფხვრა ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს და სწორედ ამან ითამაშა დიდო როლი იმაში, რომ ორგანიზაცია ლონდონისგან მოშორებით დაფუძნდა.
შემოქმედებითი ინგლისი არამხოლოდ ფულად ინვესტიციას ახდენს, არამედ  დაფიანსებასთან ერთად სერვისებსაც სთავაზობს მათ, ვისაც ეს დახმარება სჭირდება. ის უზრუნველყოფს მჭიდრო და ხანგრძლივ ურთიერთობებს ინდუსტრიასა და პარტნიორებთან. ასევე, უწევს პრაქტიკულ მხარდაჭერას ფილმსა და სატელევიზიო პროდუქციას, აორგანიზებს ნეთვორქინგს და ღონისძიებებს; აწვდის საჭირო ინფორმაციას და რჩევებს, აგრეთვე უზიარებს საერთაშორისო გამოცდილებას.

პროექტები:

0294cd9d7beee7cec720b41bde5abdc7.jpg

შემოქმედებითი ინგლისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია iFeatures, რომელიც წარმოადგენს დაბალბიუჯეტიანი ფილმების კონკურსს, რომლის ფარგლებშიც ირჩევა 3 გამარჯვებული, თითეულის ბიუჯეტი 350 000 ფუნტით განისაზღვრება. გარდა შემოქმედებითი ინგლისისა, ამ პროექტს მხარს უჭერენ ბრიტანული ფილმის ინსტიტუტი (BFI), ბიბისი (BBC) და კინემატოგრაფიის ფონდი (Creative Skillset’s Film Skills Fund).
ის გამიზნულია ახალგაზრდა, ახალბედა შემოქმედების წახალისებასა და მათი ცნობადობის გაზრდაზე, წარდგენილი ფილმები კი ძირითადად ასახავენ ცხოვრებისეულ და საზოგადოებრივ აქტუალურ პრობლემებს.

055b5b095bb9d93f4c6db2748c62fbe0.jpg

shortFLIX არის შემოქმედებითი ინგლისის ინიციატივა, შემუშავებული ბრინატეთის ეროვნულ ახალგაზრდობის თეატრთან (National Youth Theatre) და ტელეარხთან Sky Arts თანამშრომლობით, ამ წლის დასაწყისში. მიზანმიმართულია 18-25 წლის ასაკის კინოხელოვანების დასახმარებლად, რომლებიც არ არიან დასაქმებული ან არ აქვთ სრული პროფესიული განათლება.

300-ზე მეტი შემოსული აპლიკაციიდან, 5 ჩინებული პროექტი შეირჩევა კომისიის მიერ და თითოეული მიიღებს 10 000 ფუნტამდე დაფინანსებას.

shortFLIX 2017-ის წარმომადგენელი „ელჩები“ (Ambassadors) გახლავთ:

  • ნოელ კლარკი (Noel Clarke)  მსახიობი და პროდიუსერი (Doctor Who, Star Trek: Into Darkness)
  • რიზ აჰმედი (Riz Ahmed) მსახიობი და რეჟისორი  (Rogue One: A Star Wars Story, The Night Of, Jason Bourne)
  • ელი ქენდრიკი (Ellie Kendrick) მსახიობი და რეჟისორი (Game of Thrones, The Levelling, An Education)
  • ჯოუ კოული (Joe Cole) მსახიობი (Peaky Blinders, Skins, Green Room)
  • ზოუი ეშტონი (Zawe Ashton) მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი (Fresh Meat, Blitz, Dreams of a Life)

Untitled.png


ProConnect

ეს არის შემოქმედებითი ინგლისისა და ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ევროპული რეგიონული განვითარების ფონის ერთობლივი პროდუქტი. ის წარმოადგენს პროექტს, რომელიც მიმართულია კინოხელოვნების მიმართულებით მომუშავე მცირე შემოქმედებითი კომპანიების წასახმარებლად. მის ფარგლებში წარმოდგენილია სემინარები, ვორქშოპები, დაფინანსების სხავდასხვა პროგრამებზე საინფორმაციო შეხვედრები. მონაწილეობა სრულიად უფასოა, ხარჯები სრულად იფარება ფონდის მიერ, მთავარია აპლიკანტი აკმაყფილებდეს კრიტერიუმს - იყოს მცირე კომპანიის წარმომადგენელი (ჯამში 250 თანამშრომლამდე).

შემოქმედებითი ინგლისი კიდევ მრავალ სხვა პროექტს ატარებს, მათ შორის Reframed, ინტერაქციული და სიღრმისეული თხრობის ვორქშოპი, CLOSR - მშობელი რეჟისორების, პროდიუსერებისა და სცენარისტების განვითარების პროგრამა და სხვანი.


აქ შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ვიდეო შემოქმედებითი ინგისის შესახებ, მისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების უკეთ გასაგებად:
 



შემოქმედებთი ინგლისის პარტნიორები:

Untitled-(1).png