სიახლეები - შემოქმედებითი ნაპერწკალი - პარტნიორების შეხვედრა და პოლიტიკის შემუშავება

შემოქმედებითი ნაპერწკალი - პარტნიორების შეხვედრა და პოლიტიკის შემუშავება

12.12.2018
შემოქმედებითი ნაპერწკალი არის ბრიტანეთის საბჭოს ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

20-21 ნოემბერს, სასტუმრო რუმსში გაიმართა შემოქმედებითი ნაპერწკალის ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილნი იყვნენ საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ორგანიზაციები. ღონისძიების ფარგლებში შედგა პარტნიორთაშორისი შეხვედრები, რომლებმაც იმუშავეს პროექტების განხორციელების სამომავლო გეგმებზე.

შეგახსენეთ, რომ ხუთმა განაცხადმა კონსორციუმებიდან, მათ შორის ორმა შემოქმედებითი საქართველოს მონაწილეობით, მოიპოვა ფონდ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ჯილდო.



სრული ფოტო ალბომის სანახავად მიყევით ბმულს - შემოქმედებითი ნაპერწკალი