სიახლეები - შემოქმედებითი ნაპერწკალის პრეზენტაცია

შემოქმედებითი ნაპერწკალის პრეზენტაცია

14.08.2018
დღეს, 14 აგვისტოს, შემოქმედებითი საქართველოს ოფისში გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს ახალი ინიციატივის, შემოქმედებითი ნაპერწკალის, პროგრამის პრეზენტაცია.

პროგრამის შესახებ ისაუბრა ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი რაზმაძემ, ხოლო შემოქმედებითი საქართველოს დირექტორმა, ანა რიაბოშენკომ ისაუბრა ბრიტანეთში შესაძლო პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ და დამსწრე აუდიტორიას გააცნო ბრიტანული გამოცდილება. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.