სიახლეები - შემოქმედებითი საქართველო ECBN-ის წევრი გახდა

შემოქმედებითი საქართველო ECBN-ის წევრი გახდა

15.12.2017
2017 წლის დეკემბრიდან, შემოქმედებითი საქართველო ECBN-ის ქსელის ასოცირებული წევრია.

რა არის ECBN?

ევროპული შემოქმედებითი ბიზნესების ქსელი (ECBN) არის ფონდი, რომელიც ევროპაში კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდასაჭერად შეიქმნა, 2011 წელს. ECBN-ის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუზიაროს ევროპული ცოდნა და გამოცდილება, დაეხმაროს ევროპული ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა ამ ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ თავიანთ ქვეყანაში არსებული შემოქმედებითი მეწარმეების განვითარებას.

ქსელში, შემოქმედებითი საქართველოს ჩათვლით, გაწევრიანებულია 43 ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებიდან, დამფუძნებელი წევრები კი, არიან: როტერდამის შემოქმედებითი ფაბრიკა (Creative Factory Rotterdam), შემოქმედებითი ინგლისი (Creative England), შემოქმედებითი ინდუსტრია კოშიცე (Creative Industry Košice) და შემოქმედებითი ეკონომიკის ევროპული ცენტრი (European Centre for Creative Economy).

ECBN-ის წევრი ორგანიზაციები, თავიანთ ქვეყნებში წარმოადგენენ მნიშვნელოვან ცენტრებს, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით. მათი  ნაწილი მართავს სააგენტოებს, ჰაბებს, ცენტრებს და შუამავალ რგოლს წარმოადგენს შემოქმედებითი მეწარმეებისთვის ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.

დამატებითი ინფორმაცია