სიახლეები - შემოქმედებითი საქართველო EuroDIG-ზე

შემოქმედებითი საქართველო EuroDIG-ზე

05.06.2018
დღეს, EuroDIG-ის ფარგლებში, გაიმართა სესია სახელწოდებით "ციფრული კულტურული კაპიტალის მართვა ევროპაში", რომელზეც შემოქმედებითი საქართველოს სამომავლო პროექტზე "შემოქმედებითი ინდუსტრიების ვებ-პლატფორმაზე" ისაუბრა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ელენე თოიძემ.

აღნიშნული ვებ-პლატორმა მიზნად ისახავს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრაში ციფრული სამყაროს შესაძლებლობების გამოყენებას და მომხმარებლებისთვის საგანმანათლებლო, გადამზადებისა და კომუნიკაციის მექანიზმების შეთავაზებას. პროექტის განხორციელება 2018 წლის ბოლოდან დაიწყება.

EuroDIG 2018-ის საქართველოში გამართვა მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტსაზოგადოებისთვის. ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ინტერნეტფორუმის თბილისში გამართვის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი - ქვეყანაში ელქეტრონული მმართველობის განვითარების სისწრაფე და ინტერნეტის ღიაობა და დაცულობაა.