სიახლეები - შემოქმედებითი საქართველო - მდგრადი განვითარებისთვის

შემოქმედებითი საქართველო - მდგრადი განვითარებისთვის

07.12.2017
8 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ  გიორგაძე წარადგენს კულტურის სტრატეგია 2025-ის განხორციელების პირველი წლის ანგარიშს - „შემოქმედებითი საქართველო - მდგრადი განვითარებისთვის“. 

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, კულტურისა და სახელოვნებო დარგის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ანგარიშის პრეზენტაცია მოიცავს 2017 წელს სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიღწევებს, კულტურის სტრატეგიის შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად: კულტურისა და სახელოვნებო განათლების განვითარება, ცნობიერების ამაღლება და ინტერნაციონალიზაცია; შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, კულტურის პოპულარიზაცია და ინტერნაციონალიზაცია; ინფრასტრუქტურის განვითარება, კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; კულტურის მმართველობის გაუმჯობესება. 

პრეზენტაციაში, მონაწილეობას მიიღებენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის წარმომადგენლები - ტიმ უილიამსი და რაგნარ სიილი,  

რომელთა მხარდაჭერითაც მნიშვნელოვანი აქტივობები განხორცილდა კულტურის სტრატეგიის 2017 წლისთვის დასახული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.
საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი "კულტურის სტრატეგია 2025", საქართველოს მთავრობამ 2016 წელს დაამტკიცა. აღსანიშნავია,რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, აღნიშნული დოკუმენტი, ფართო საზოგადოებისა და უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა.

პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას.