სიახლეები - შემოქმედებითი საქართველოს 2018 წლის აქტივობები

შემოქმედებითი საქართველოს 2018 წლის აქტივობები

29.01.2019

სსიპ შემოქმედებითი საქართველო შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულება
შემოქმედებითი ინდუსტრიების ბიზნეს განვითარების ქვე-პროგრამა

2018 წ. - კონკურსები “შემოქმედებით ესტონეთსა” და CBC Georgia-თან თანამშრომლობით

გაიმართა შემოქმედებითი ბიზნესგანვითარების კონკურსები - თიმლაბები, საქართველოს 3 ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში (საერთო ჯამში დატრენიგდა 100-მდე ადამიანი).
 
2019 წ. - სემინარები და კონკურსები “შემოქმედებით ესტონეთსა” და CBC Georgia-თან თანამშრომლობით დაგეგმილია შემოქმედებითი და ინოვაციური იდეების გენერირების სემინარები - ინოლაბებისა და ბიზნესგანვითარების კონკურსები - თიმლაბები, თბილისში და საქართველოს რეგიონებში, (საერთო ჯამში 13-მდე დასახლება).
 
სახელმძღვანელოები
 
2018 წ. - შემოქმედებითი მეწარმეობის სახელმძღვანელოს თარგმნა

სსიპ შემოქმედებით საქართველოსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ითარგმნა 1) NESTA-ს (ბრიტანული ორგანიზაცია) „შემოქმედებითი მეწარმეობის სახელმძღვანელო“ და 2) შემოქმედებითი ინგლისის “შემოქმედებითი სივრცეების სახელმძღვანელო“.
 
2019 წ - შემოქმედებითი მეწარმეობის ტრენერთა ტრენინგები.

სსიპ-ის, ბრიტანეთის საბჭოსა და NESTA-ს თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართება შემოქმედებითი მეწარმეობის ტრენერთა ტრენინგები (TOT) თბილისსა და ბათუმში, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადგილობრივ რესურსს შემოქმედებითი მეწარმეობის განათლების მიმართულებით (დატრენინგდება დაახლოებით 30 ტრენერი).
 
 
მოძიებული გრანტები


კულტურული დაწესებულებების ბიზნეს განვითარება Re-conception 

შემოქმედებითი საქართველო, East Anglia University-სთან ერთად, განახორციელებს ბიზნეს უნარების განვითარების ღონისძიებებს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის. თბილისსა და რეგიონებში არსებული მუზეუმების მაგალითზე, შემუშავდება ბიზნეს განვითარების მოდელები და სახელმძღვანელო. 

საგრანტო პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს "Creative Spark" პროგრამის ფარგლებში.

შემოქმედებითი მეწარმეობის უმაღლესს განათლებაში UP-Start

შემოქმედებითი საქართველო, თბილისის სამხატვრო აკადემია, Creative Solution და Advantage Creative, თბილისის სამხატვრო აკადემიის ბაზაზე, 2019 წელს განახორციელებენ შემოქმედებითი მეწარმეობის უნარების განვითარების აქტივობებს სტუდენტებისთვის. წლის ბოლომდე შეიქმნება შემოქმედებითი მეწარმეობის ინკუბატორი, შემუშავდება და სასწავლო პროცესს დაემატება მეწარმეობის პროგრამა. 

საგრანტო პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს "Creative Spark" პროგრამის ფარგლებში.
 
კულტურის მენეჯმენტის განვითარების ქვე-პროგრამა



კულტურის მენეჯმენტის სემინარები

სსიპ “შემოქმედებითი საქართველოს”, “ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის”, “ღია პოლონეთისა” და “გოეთეს ინსტიტუტის” თანამშრომლობის ფორმატში:

2018 წელს გაიმართა რეგიონული ტრენინგ პროგრამა - „კულტურა ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომლის ფარგლებშიც გადამზადდნენ კულტურის მენეჯერები საქართველოდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან (30 ადამიანი).

2019 წელს, ტრენინგ პროგრამა - “კულტურა ადგილობრივი განვითარებისთვის” გაიმართება პოლონეთში კულტურის მენეჯერებისათვის, ხოლო საქართველოში დაიგეგმა ტრენინიგი ტრენერებისათვის, რომლის ფარგლებშიც 20 მდე კულტურის მენეჯერი გადამზადდება.
 
შემოქმედებითი სივრცეების განვითარების ქვე-პროგრამა


შემოქმედებითი სივრცეების განვითარების სემინარები რეგიონებში

სსიპ „შემოქმედებით საქართველოსა“ და „გოეთეს ინსტიტუტს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წელს, ქ. ბათუმში გაიმართა „შემოქმედებითი სივრცეების განვითარების საინკუბაციო პროგრამის“ - 2 დღიანი სემინარი.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ,  აჭარის ა/რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, Kreativv Cesellschaft Hamburg და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი.

2019 წელს სემინარები, გაიმართება საქართველოს 4 დასახლებაში და პროგრამის შედეგად შეირჩევა საუკეთესო პროექტი, რომელის ავტორიც ჰამბურგში, სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება.
 
საკონსულტაციო შეხვედრები, ლექციები, სემინარები


შემოქმედებითი საქართველოსა და ფაბლაბ ტექნოპარკს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლიდან დაიწყო ინსპირაციული მასტერკლასების სერია - შემოქმედებითი საათი - ქართველი შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების მონაწილეობით;

მასტერკლასების სერია გაგრძელდება შემდგომ წლებშიც.

შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულების ორგანიზებით, გაიმართა 20-ზე მეტი ლექცია, პრეზენტაცია და საკონსულტაციო შეხვედრა
 
კვლევითი პროგრამა

შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასიფიკაცია და სტატისტიკური მაჩვენებლების კვლევა

შემოქმედებითმა საქართველომ შეიმუშავა შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასიფიკაცია. ორგანიზაციის საერთაშორისო და ადგილობრივ მრჩეველთა საბჭოებთან კონსულტაციის, სხვადასხვა საერთაშორისო მეთოდოლოგიის ანალიზის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან და სხვა სტრუქტურებთან კომუნიკაციის საფუძველზე, შემუშავდა შემოქმედებითი ინდუსტრიების სტატისტიკური მაჩვენებლების დათვლისთვის საჭირო კლასიფიკაციის მოდელი (NACE rev2 კოდებზე დაყრდნობით), რათა ჩამოყალიბდეს სექტორის პერიოდული კვლევის მეთოდი და ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია ქვეყნის მდგრად გგანვითარებაში შემოქმედებითი და ინოვაციური სექტორების წვლილის შესახებ.

შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და თანამედროვე ხელოვნების კლასტერი/ჰაბი:
 
შემოქმედებითმა საქართველომ მუშაობა დაიწყო შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და თანამედროვე ხელოვნების ფიზიკური სივრცისა და ბიზნესკლასტერის განვითარებაზე. შემუშავებულია პროექტი და ჩატარებულია საჭიროებათა პირველადი ანალიზი. პროექტის ფარგლებში, სსიპი თანამშრომლობს GIZ-თან, საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს წევრებთან, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და სახელოვნებო სექტორის წარმომადგენლებთან.
 
მრავალფუნქციური ვებპლატფორმის შექმნა


2018 წელს შეიქმნა შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის მრავალფუნქციური ვებპლატფორმის პროექტი.

ვებპლატფორმა, რომელიც 2019 წელს ამუშავდება, ერთ სივრცეში გააერთიანებს შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას, ონლაინ ინკუბატორს, დაკავშირებისა და დასაქმების პორტალსა და მონაცემთა ბაზას. 
 
სსიპ შემოქმედებითი საქართველოს საერთაშორისო პროექტები

სსიპშემოქმედებითი საქართველოსმიერ შვიდი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე:
 


ვენეციის 58-ე ხელოვნების ბიენალე
 

„შემოქმედებითმა საქართველომ“ მოიწვია საერთაშორისო საკონკურსო კომისია და დაადგინა საკონკურსო პირობები, რის საფუძველზეც გამოავლინა გამარჯვებული პროექტი ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენად. ვენეციის ბიენალე ყველაზე ძველი და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაა მსოფლიოში, იგი 2019 წლის 11 მაისს გაიხსნება, სადაც საქართველო Arsenale-ს მთავარ საგამოფენო პავილიონში წარსდგება ახალგაზრდა ქართველ ხელოვანის ანა კ.ე.-ს პროექტით, მას ნიუ იორკის New Museum-ის კურატორი მარგო ნორტონი წარმოადგენს.

გაცვლითი პროგრამა ხელოვანებისათვის

„შემოქმედებითი საქართველოს”,  „იტალიის საელჩოს საქართველოში“ და იტალური ფონდის IGAV-ის თანამშრომლობით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულებმა მანანიკო კობახიძემ და შოთა აფციაურმა, ერთ თვიანი სარეზიდენციო პერიოდი გაატარეს იტალიის ქალაქ ტურინში, სადაც მათი რეზიდენციაში ყოფნის დროს შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

აღნიშნული პროგრამა 2019 წელს იტალიელი მხატვრების საქართველოში ვიზიტით გაგრძელდება და შედეგობრივი გამოფენით დასრულდება. 
 
შემოქმედებითი ევროპის მიმართულება
 
შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში არის ევროკავშირის 2014-2020 წლების პროგრამის შემოქმედებითი ევროპა წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მიერ ფინანსდება.

საინფორმაციო შეხვედრები საგრანტო კონკურსების შესახებ

გაიმართა 4 საინფორმაციო შეხვედრა შემოქმედებითი ევროპის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების შესახებ:

მედია ქვეპროგრამა: ტრენინგები, კინოგანათლება, კინოფესტივალები.

კულტურის ქვეპროგრამა: ლიტერატურული თარგმანები, თანამშრომლობის პროექტები.

გაიმართა 6 საინფორმაციო შეხვედრა პროგრამის შესახებ საქართველოს რეგიონებში (სამეგრელო, რაჭა, გურია, იმერეთი, ქართლის რეგიონი (გორი და რუსთავი).

პროგრამით დაინტერესებული ორგანიზაციებისა და პოტენციური აპლიკანტებისთვის მუდმივად იმართება ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები.

მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია პარტნიორთა მოძიების შესახებ.
 
პრეზენტაციები შემოქმედებითი ევროპის გრანტების შესახებ
 
გაიმართა ვრცელი პრეზენტაციები შემოქმედებითი ევროპის გრანტების შესახებ, ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორებიცაა:
 
Europe Day Tbilisi;
International Book Fair;
International Student Film Festival;
CineDoc- International Documentary Filmfestival;
Fest-i-nova (International Festival of Contemporary Art);
Creative Spark meeting with Universities;
Nikozi – International Animation Filmfestival;
BIAFF- Batumi International Art House Filmfestival;
EFFE presentation in Tbilisi;
Topuzi – International Animation Filmfestival;
3rd Tbilisi International Triennial.
 
შემოქმედებითი ევროპის დესკის მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში:
 
Berlinale International Film Festival;
Cannes Film Festival;
Creative Europe Desks meeting in Sofia;
Creative Europe Desks meeting in Brussels.

შემოქმედებითი ევროპის ვორკშოპები და კონფერენციები
 
ქართული კინოს II ფორუმის ფარგლებში გაიმართა ვორკშოპი ახალგაზრდა კინოკრიტიკოსებისთვის;
 
ჩატარდა სამ დღიანი კონფერენცია (Showcase საქართველო შემოქმედებით ევროპაში).

შემოქმედებითი ევროპის მიერ დაფინანსებული პროექტები
 
შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში, სულ დაფინანსებულია 22 პროექტი. 2018 წელს დაფინანსდა 10 პროექტი, რომლის ჯამური ღირებულებაა 551,868.61 EUR.
 
 
კინოფესტივალები: CineDOC – Tbilisi International Documentary Film Festival
 
კინოგანათლება: The film corner reloaded – a cultural approach (Georgian National Film Center)
 
თანამშრომლობის პროექტები (CAT1):

Tbilisi Architecture Biennial - Buildings are Not Enough (LTD 42 Gradusi);
 
BE MUSEUMER (Georgian Museum Association);
 
Parallel Traces "A new lens for Jewish Heritage" (Israeli House);
 
Opera(e)Studio (LEPL Tbilisi Z.Paliashvili Opera and Ballet Professional
State Theatre);
 
The New Dictionary of Old Ideas (LEPL State Silk Museum).
 
თანამშრომლობის პროექტები (CAT2):

Create to Connect -> Create to Impact (Museum of Contemporary Art – Tbilisi);
 
European ARTificial Intelligence Lab (SOU festival).

ტრენინგები: SOFA School of Film Agents (Institute for Democratic Change).
 
საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა


პრეზენტაცია შემოქმედებითი საქართველოს შესახებ - EuroDIG-ის ფარგლებში;
 
ECBN შეხვედრებზე და შემოქმედებითი ინდუსტრიების სამიტზე დასწრება-პრეზენტაცია (ბრიუსელი, ვენა);
 
Wardrop - საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიულ დიალოგის ფარგლებში, საქართველოს კულტურის დარგში შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით ხედვები და სტრატეგიული მიმართულებები, პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.