სიახლეები - შემოქმედებითი სივრცეების ინკუბატორი

შემოქმედებითი სივრცეების ინკუბატორი

23.11.2018
თუ ხარ შემოქმედებითი ინდუსტრიებით დაინტერესებული და გაქვს შემოქმედებითი სივრცის განვითარების იდეა, მაშინ ბათუმის საინკუბაციო პროგრამა შენთვისაა!

თარიღი: 15-16 დეკემბერი, 2018

ადგილი: CAS Batumi, ბათუმი


ღონისძიების ორგანიზატორია: შემოქმედებითი საქართველო და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

პარტნიორი: გოეთეს ინსტიტუტი. 

შემოქმედებითი სივრცეების ინკუბატორი ხელს შეუწყობს დამსწრე საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას როგორც შემოქმედებითი სივრცეების შექმნის პოტენციურ სარგებელზე, ისე მათი შექმნის სხვადასხვა მოდელსა და მექანიზმზე, სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის ჩართულობის ფორმებზე.

მნიშვნელოვანია რომ შემოქმედებითი სივრცეების პოტენციური დადებითი შედეგების შესახებ კარგად იყვნენ ინფორმირებულნი - ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტის, ა/რ-ებისა თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც, ხშირად, ფლობენ მნიშვნელოვან ბერკეტებს საკითხის ხელშეწყობისთვის, მეორე მხრივ კი, თავად შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის, ყოფილი კულტურის სახლების და სხვა შემოქმედებითი სივრცეების წარმომადგენლები.

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 დეკემბერი. 

დასწრება თავისუფალია!

დამატებითი ინფორმაცია