სიახლეები - შემოქმედებითი ვიქტორია

შემოქმედებითი ვიქტორია

27.10.2017
Creative Victoria არის სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში. მისი მიზანია სახელწმიფოში შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა, გაზრდა და განვითარება. ის მოიცავს ხელოვნებას, კულტურას, ვიზუალს და დიზაინს. ორგანიზაცია შედის ვიქტორიის მთავრობის ეკონომიკის განვითარების, სამსახურის, ტრანსპორტისა და რესურსების დეპარტამენტში და შემოქმედებითი ინდუსტრიების მინისტრს, მარტინ ფოლის დაქვემდებარებაშია.


Creative Victoria მოიცავს დაახლოებით 80 ქვეორგანიზაციას და აქვს 4 მთავარი მიამრთულება:
  • სააგენტოები და ინფრასტრუქტურა;
  • ინვესტიციებში ხელოვნების სექტორში;
  • გრაფიკა და დიზაინი;
  • სტრატეგიული მარკეტინგი და კომუნიკაციები.

მისი გუნდი მუშაობს სამიზნე ინიციატივებზე თითოეული მიმართულების პრიორიტეტების შესასრულებლად. ასევე, თანამშრომლობს ყველა მხარესთან, რათა ერთობლივი მუშაობით მიაღწიონ საუკეთესო შედეგს შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, ორგანიზაციებისთვის და ვიქტორიის მოსახლეობისთვის.

Creative State - 115 მილიონ დოლარზე მეტი დაფინასების მქონე სტრატეგიაა შემოქმედებით ინდუსტრიებში, სტრატეგია შექმნილია ვიქტორიას შემოქმედებითი და კულტურულ ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც 23 მილიარდს მოიცავს. ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოსახლეობისთვის სოციალური და კულტურული სარგებლის მოსატანად. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს