სიახლეები - შექმომედებითი საათი

შექმომედებითი საათი

14.11.2018
14 ნოემბერს, შემოქმედებითი საქართველოს ოფისში, გაიმართა პროექტის "შემოქმედებითი საათის" პირველი ღონისძიება. მასტერკლასს გაუძღვა საერთაშორისო გამოცდილების მქონე არტ-დირექტორი და ანიმატორი დავით კიკნაველიძე, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას გააცნო ანიმაციაზე მუშაობის სპეციფიკა.

პროექტი "შემოქმედებითი საათი" გულისხმობს ინსპირაციული ლექციების სერიას, რომლის მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიონალები.

პროექტი ხორციელდება შემოქმედებითი საქართველოსა და ფაბლაბ ტექნოპარკის ორგანიზებითა და ინიციატივით.

იხილეთ დავით კიკნაველიძის მასტერკლასი: