სიახლეები - თეა ჯორჯაძის პერსონალური გამოფენა

თეა ჯორჯაძის პერსონალური გამოფენა

04.09.2018
​ფრანკფურტში, გალერეა პორტიკუსში, წარმოდგენილი იქნება ქართველი თანამედროვე მხატვრის, თეა ჯორჯაძის პერსონალური გამოფენა, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი ინსტალაციები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საქართველოს საგამოფენო პროგრამისთვის შეიქმნება.

გამოფენის გარდა, თეა ჯორჯაძე ჩაატარებს ღია ლექციას  და მასტერკლასს Städelschule-ს (ფრანკფურტის სახვითი ხელოვნების აკადემია) სტუდენტებისთვის.
 
 
  • გამოფენის გახსნა - 14.09.2018 – 19:00
  • 15 სექტემბერი – 11 ნოემბერი 2018
  • კურატორი: კრისტინა ლენჰერტი
  • არტისტი: თეა ჯორჯაძე  
 
პროექტი ხორციელდება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.

ღონისძიება ფეისბუქზე

დამატებითი ინფორმაცია