სიახლეები - "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მეხუთე რაუნდი თბილისში

"უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მეხუთე რაუნდი თბილისში

09.11.2018
8 ნოემბერს თბილისში "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მეხუთე რაუნდი გაიხსნა. საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიულ დიალოგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა გახსნეს.
 
უორდროპის სტრატეგიული დიალოგი აერთიანებს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. ესენია, პოლიტიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით, ეკონომიკური კავშირები და ბრიტანელ და ქართველ ხალხთა შორის ურთიერთობები. დიალოგის დროს, მხარეები აჯამებენ გასულ წელს მიღწეულ შედეგებს და თანხმდებიან სამომავლო მიმართულებებზე და გეგმებზე.

შეხვედრას ესწრებოდა შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი, ანა რიაბოშენკო, რომელმაც განიხილა ბრიტანეთის როლი შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარებაში საქართველოში.