პუბლიკაციები - ლექციები - ლექცია 1 კულტურის განსაზღვრა & ლექცია 2 კულტურის როლი

ლექცია 1 კულტურის განსაზღვრა & ლექცია 2 კულტურის როლი

ლექცია 1 კულტურის განსაზღვრა & ლექცია 2 კულტურის როლი
ლექცია 1 კულტურის განსაზღვრა

სიტყვა „კულტურა“ მოდის ლათინური სიტყვიდან colere, რაც ნიშნავს „კულტივირებას, ზრუნვას“. ძველი რომის ორატორმა ციცერონმა შემოიღო ცნება cultura animi, აგრარული კულტურის მეტაფორა ფილოსოფიური სულის ასამაღლებლად. ამით ის აღნიშნავს გზას, რომელიც ადამიანებმა განვლეს ბარბაროსობიდან სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებამდე.

ჩვენ ყველანი ვართ ამა თუ იმ კულტურის წარმომადგენლები. კულტურა წარმოადგენს ადამიანთა ცოდნის, მრწამსისა და სოციალური ნორმების კომბინაციას, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ და გადავცემთ მომავალ თაობებს. 

კულტურა არის ძირითადი საზოგადოებრივი ფაქტორი, რომელიც არეგულირებს ადამიანთა ურთიერთქმედების სხვადასხვა სფეროებს, ყოველდღიური კომუნიკაციით დაწყებული და გლობალური ეკონომიკის ფუნქციონირებით დამთავრებული. 

ლექცია 2 კულტურის როლი

კულტურა ინახავს და გადასცემს ცოდნას
ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორი იყო სამხრეთ ინგლისის საზოგადოება მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში - პოპულარული ცეკვებით დაწყებული და დადგენილი დღის წესრიგით დამთავრებული - შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ისტორიის წიგნებიდან, ისე ჯეინ ოსტინის რომანებიდან. საუკუნის მიწურულს ლონდონის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ შერლოკ ჰოლმსის წიგნების სერიიდან.


კულტურა ქმნის ღირებულებებსა და სიმბოლოებს
წვერიც კი შეიძლება წარმოადგენდეს ღირებულებას და სიმბოლოს, ან პირიქით - ნაკლს. მაგალითად, 1705 წელს პეტრე პირველმა, რომელმაც დაისახა მიზნად რუსეთის მოდერნიზაცია ევროპასთან დაახლოების მიზნით, შემოიღო გადასახადი იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც ატარებდნენ წვერ-ულვაშს. ამისგან განსხვავებით, 1999 წელს, ანუ 300 წლის შემდეგ, გაიმართა პირველი ნოემბრის საქველმოქმედო ღონისძიება. მასში მონაწილეობდნენ მამაკაცები, რომლებიც იზრდიდნენ ულვაშებსა და წვერებს მთელი ნოემბრის თვის განმავლობაში, რათა აემაღლებინათ ცნობიერება პროსტატის კიბოს შესახებ და მოეზიდათ სახსრები საქველმოქმედო ფონდისთვის. ორივე შემთხვევაში, სიმბოლოებმა გავლენა მოახდინა კულტურის შემდგომ განვითარებაზე.  


კულტურა ავითარებს
რენესანსის ეპოქის „უნივერსალური ადამიანისთვის“ მნიშვნელოვანია მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში და შემოქმედებითი პოტენციალი. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ლეონარდო და ვინჩი, რომელმაც გააერთიანა სამეცნიერო საქმიანობა და ფერწერა. 

კულტურა აძლიერებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს 
ყოველწლიურად ფესტივალი “Kraina Mriy” იზიდავს დაახლოებით 40 000 სტუმარს. აცნობს რა ადამიანებს უკრაინის კულტურის ტრადიციულ ფორმებს - მუსიკიდან კერამიკამდე, ფესტივალი ხელს უწყობს საერთო ეროვნული იდენტურობის ფორმირებას.

კულტურა ქმნის ახალ მოთხოვნებს
ენერგიის დაზოგვის და ბუნებრივი რესურსების გონივრული მოხმარების კულტურა ქმნის ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა სხვადასხვა სახის ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნა, სახლებში მზის ბატარეის პანელების დაყენება და ხელმისაწვდომი ელექტრო მანქანები. მაგალითისთვის, 2017 წელს კომპანია „ტესლა მოტორსი“ შესთავაზებს მომხმარებელს 35 000 აშშ დოლარის ღირებულების ელექტრო მანქანას, რომელიც ადრე ღირდა 100 000 აშშ დოლარი.

კულტურა ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას
კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების ბრუნვა შეადგენს 1.3 ტრილიონ აშშ დოლარს, და მისი ზრდის ტემპი უსწრებს წარმოებისა და მომსახურების სექტორებს. კულტურული ტურიზმი შეადგენს მსოფლიო ტურიზმის სექტორის შემოსავლების 40%, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მან შეინარჩუნა მდგრადი ზრდის ტემპი. მთელ მსოფლიოში კულტურა წარმოადგენს დასაქმებისა და შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს. მეტი ინფორმაცია იხილეთ: http://www.culturepartnership.eu/page/culture-matters

კულტურა ეხმარება ქალაქებს
1997 წელს ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გაიხსნა გუგენჰაიმის მუზეუმი. ორიგინალური დიზაინის წყალობით ეს ადგილი გადაიქცა ღირშესანიშნაობად, რომელმაც ახალი სიცოცხლე შთაბერა ამ პროვინციულ ქალაქს. მუზეუმის ფუნქციონირების პირველი სამი წლის განმავლობაში ბილბაოში ჩამოსულმა ტურისტებმა დახარჯეს რეგიონალურ გადასახადებზე 100 მილიონ ევროზე მეტი (110 მილიონი აშშ დოლარი). არქიტექტურის ამგვარ გავლენას ქალაქის ეკონომიკაზე უწოდებენ „ბილბაოს ეფექტს“. 

იხილეთ ლექციები - https://www.culturepartnership.eu/ge/publishing/course