პუბლიკაციები - ლექციები - ლექცია 5 კულტურული და კრეატიული ინდუსტრიები & ლექცია 6 ურბანული კრეატიულობა

ლექცია 5 კულტურული და კრეატიული ინდუსტრიები & ლექცია 6 ურბანული კრეატიულობა

ლექცია 5 კულტურული და კრეატიული ინდუსტრიები & ლექცია 6 ურბანული კრეატიულობა

ლექცია 5 კულტურული და კრეატიული ინდუსტრიები

ინდუსტრიული წარმოების ისეთი თვისებები, როგორიცაა სერიულობა, დიდი ხნის დაკვირვების საგანია. მაგალითად, მხატვრობისადმი გაზრდილი მოთხოვნილების პირობებში, მე-17 საუკუნეში პიტერ პოლ რუბენსმა დააფუძნა დიდი სახელოსნო, სადაც მისი მოსწავლეები ხატავდნენ მის მიერ ჩახატულ ესკიზებზე, რომლებსაც მხატვარი საბოლოო შტრიხს ამატებდა.

თუმცა, კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების ცნება უფრო გვიან პერიოდს ეკუთვნის. ეკონომისტი და თეორეტიკოსი პიერ ლუიჯი საკო აკავშირებს მათ გამოჩენას სამრეწველო რევოლუციასთან მეოცე საუკუნის ბოლოს. ამ პერიოდის ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა - რადიო, ხმის ჩაწერა, ფოტო და კინოხელოვნება, ბეჭდური ტექნოლოგიის დახვეწა - გააფართოეს კულტურის ხელმისაწვდომობა და გავლენა მოახდინეს შემოქმედებით პროცესზე.    

თეატრი, სახვითი ხელოვნება, კინო, ტელევიზია, რადიო, მუსიკა, საგამომცემლო საქმე, კომპიუტერული თამაშები, ახალი მედიასაშუალებები, არქიტექტურა, დიზაინი, მოდის სამყარო და რეკლამა - ყოველივე ეს კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების ნაწილია.

ტერმინები „კულტურული ინდუსტრიები“ და კრეატიული ინდუსტრიები“ პრაქტიკულად ერთმანეთის ტოლფასია. „კულტურული ინდუსტრიების“ ცნება უფრო ეხება კულტურულ მემკვიდრეობას და შემოქმედების ტრადიციულ ფორმებს, იმ დროს როცა „კრეატიული ინდუსტრიები“ მოიცავს გამოყენებითი ხელოვნების პრაქტიკას, ინოვაციებს და მოგების მოტანას, სამუშაო ადგილების შექმნას ინტელექტუალური საკუთრების შექმნის გზით.

ახლა ვხედავთ გადასვლას კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების ახალ ფორმებზე. გამყოფი ხაზი მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის ნელ-ნელა ქრება. კულტურული და კრეატიული სექტორები ითვლება ეკონომიკური აქტივობის ახალი დინამიური ფორმების წინამორბედად. იმ პირობებში, როცა საზოგადოება გადადის ინდუსტრიული დონიდან ინტელექტუალურ დონეზე, ამოცანების გადაჭრისადმი კრეატიული მიდგომა გახდება კონკურენტუნარიანობის ერთერთი წამყვანი ფაქტორი. 


ლექცია 6 ურბანული კრეატიულობა
 
ქუჩის ხელოვნება, ველოსიპედების ინოვაციური სადგომები, ფესტივალები, მიტოვებული ქარხნების სახელოვნებო სივრცედ გადაკეთება - ყოველივე ეს ურბანული კრეატიულობის გამოხატულებაა.

„კრეატიული ქალაქის“ კონცეფცია განავითარა და აღწერა თავის ეპონიმურ წიგნში ურბანისტმა ჩარლზ ლენდრიმ 80-იანი წლების ბოლოს. მისი აზრით, შემოქმედება არის საკვანძო ფაქტორი, რომელიც თანამედროვე ქალაქებს საშუალებას აძლევს რეაგირება მოახდინონ ცვლილებებზე, შეცვალონ ტრადიციული მიდგომა რესურსების მართვისა და განაწილების მიმართ, გააერთიანონ ტექნოლოგიური ინოვაციები და თავიდან აღმოაჩინონ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა.

საზოგადოებრივი სივრცე თამაშობს მნიშვნელოვან როლს ურბანული კრეატიულობის განვითარებაში. აღნიშნული ადგილები ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის ადამიანებისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალაქის მაცხოვრებლებს შეუძლიათ კომფორტულად გაატარონ იქ დრო, თავისუფლად გამოხატონ და გაუზიარონ სხვებს იდეები, იურთიერთონ სხვა ადამიანებთან და ქალაქთან როგორც ასეთთან.  

საუკეთესო ადგილი ის არის, სადაც შეიძლება ურთიერთობა და კომუნიკაცია, სადაც შეიძლება ადვილად მისვლა და გადაადგილება. ამავდროულად, თავს გრძნობთ დიდი სამყაროს ნაწილად, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები. ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ  გაუმჯობესდეთ, ისწავლოთ და გამოხატოთ საკუთარი თავი. ეს არის შთაგონების ადგილი, სადაც კულტურა სუნთქავს და ცოცხლობს. და რაღა თქმა უნდა, საუკეთესო ქალაქი ის არის, სადაც  ყველა ეს თვისება ჰარმონიაშია მოყვანილი დიზაინის საშუალებით.

ქვემოთ მოყვანილია ქალაქები, სადაც გამოიყენება კრეატიული მიდგომა საზოგადოების განვითარებასა და ფორმირებისადმი ხალხის მონაწილეობის საფუძველზე. 

ტალინი

ტალინი გახდა ესტონეთის შემოქმედებითი კომპანიების სახლი უნივერსიტეტების მხარდაჭერის წყალობით, რომლებიც ამზადებენ მხატვრებს და მხატვარ-დიზაინერებს, ასევე  ძირითადი კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ცენტრებს. გარდა ამისა, ქალაქში ტარდება ტალინის მუსიკალური კვირეული, ყოველწლიური მუსიკალური ინდუსტრიის კონფერენცია და ჩრდილოეთ ბალტიის რეგიონის ყველაზე დიდი ფესტივალი, რომელიც ტარდება დახურულ სივრცეში და სთავაზობს ფართო სპექტრს - კლასიკური მუსიკიდან ჰიპ-ჰოპამდე.   

როტერდამი

როტერდამის მოსახლეობის ნახევარს შეადგენს ახალგაზრდობა 35 წელს ქვემოთ, ქალაქის უნიკალურობა მის შემოქმედებით ატმოსფეროშია, რომელიც იქმნება ისეთი მოვლენებით, როგორიცაა  WakeupinArt (გაიღვიძე ხელოვნებაში). ამ უნიკალური ფესტივალის ფარგლებში მონაწილეებს შეუძლიათ დარჩნენ მთელი ღამე სპეციალურ კრეატიულ კონსტრუქციებში, რომლებიც შექმნილია ადგილობრივი მხატვრების მიერ.

ამსტერდამი

ხშირმა საგზაო შემთხვევებმა ვიწრო ქუჩებზე და საწვავის ფასის გაზრდამ 70-იან წლებში განაპირობა ნიდერლანდებში ველოსიპედის პოპულარიზაციის კამპანიის დაწყება. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ველოსიპედის ექსპერიმენტული ბილიკები ისეთ ქალაქებში, როგორიცაა აარუსი, ოდენსი და ჰერნინგი, ფართომასშტაბიანი პროგრამა დაიწყო მთელ ქვეყანაში. შედეგად, დღეს ამსტერდამი ითვლება ევროპის ველოსიპედის დედაქალაქად. ქალაქში დაახლოებით 800 000 ველოსიპედია და მოსახლეობის 63% ყოველდღიურად იყენებს ტრანსპორტის ამ საშუალებას.

ბერლინი

ბერლინის უბანი კროიცბერგი ცნობილია თავისი კრეატიული მიდგომით სოციალისტური მემკვიდრეობის მიმართ. აქ ნახავთ გალერეას ღია ცის ქვეშ  „East Side Gallery“ , სადაც გამოფენილია ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია ბერლინის კედლის ნარჩენებისაგან. კედლის დაცემის შემდეგ, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მიტოვებული სახლები „დაიკავეს“ კრეატიულმა ახალგაზრდებმა, რომლებმაც გადააქციეს ეს სახლები ალტერნატიული ხელოვნებისა და გართობის ბასტიონად. მაგალითად, ბეთანის ხელოვნების ცენტრში, რომელიც განთავსებულია წმ. ბეთანის სახელობის ყოფილ ჰოსპიტალში ქალაქის ერთერთ უძველეს უბანში, განლაგებულია  სამხატვრო გალერეა, საგამოფენო დარბაზი და სამუსიკო სკოლა.

იხილეთ ლექციები - https://www.culturepartnership.eu/ge/publishing/course