პუბლიკაციები - ლექციები - მეორე ლექცია: პარტნიორობები

მეორე ლექცია: პარტნიორობები

მეორე ლექცია: პარტნიორობები
მეორე ლექცია: პარტნიორობები

ისევე მარტივი და, ამავდროულად, ისევე რთულია ძლიერი და ხარისხიანი პარტნიორობის აგება, როგორც ნამდვილი მეგობრის პოვნა. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იპოვოთ პროფესიონალები, რომლებსაც სურთ თქვენთან თანამშრომლობა კულტურულ და კრეატიულ სექტორში საერთაშორისო დონეზე.

დასაწყისში იფიქრეთ იმათზე, ვისაც უკვე იცნობთ თქვენ ან თქვენი მეგობრები. უმჯობესია დაიწყოთ მუშაობა იმ ადამიანებთან, ვისაც იცნობთ და ვისთანაც გაქვთ ერთობლივი მუშაობის გამოცდილება. იფიქრეთ თქვენი ნაცნობი ქსელის წევრებზე და შეადგინეთ შესაძლებლობების სქემა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კრეატიულ ევროპის პროექტებში თანამშრომლობის საშუალება ეძლევა სხვადასხვა ორგანიზაციებს სხვადასხვა სექტორებიდან.

შესაძლო პარტნიორობისთვის შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ სხვა მეთოდები და საშუალებები.

მაგალითად, გადახედეთ თქვენ დარგში არსებულ საუკეთესო ქსელებს; დაუკავშირდით მათ, რათა შეამოწმოთ რამდენად საინტერესოა თქვენთვის მათი საქმიანობა. შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ გაეცნოთ ქსელების ჩამონათვალს, რომლებიც ფინანსდება ევროკავშირისა და, კერძოდ, კრეატიული ევროპის პროგრამის მიერ.

ასევე გახსოვდეთ, რომ პროექტში მონაწილე უმეტეს ქვეყნებში არსებობს კრეატიული ევროპის ოფისების ქსელი, სადაც დაგეხმარებიან შესაბამისი ქვეყნის ორგანიზაციებთან დაკავშირებაში.

ზოგიერთი მათგანი შემოგთავაზებთ პარტნიორის ძიების ინსტრუმენტებს და მონაცემთა ბაზებს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეხვდეთ თქვენ ქვეყანაში მცხოვრებ ნაციონალური ინსტიტუტების წარმომადგენლებს ან კულტურის ატაშეებს - ისინი გაგიწევენ დახმარებას პარტნიორების სქემის შედგენაში და მოგაწოდებენ სამომავლო მითითებებს.

ასევე გახსოვდეთ პროგრამის მიერ უკვე დაფინანსებული პროექტები და ოფიციალური ინფორმაციის გავრცელების პლატფორმა. სავარაუდოდ, მოცემული პროექტები გაგრძელდება მომავალშიც - ამიტომ თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ გაეცნოთ წარმატებულ პროექტებს, არამედ შეუერთდეთ კიდევაც მათ.

სხვადასხვა კონფერენციები, როგორიცაა კულტურის ფორუმი და სხვა საერთაშორისო შეხვედრები, მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ახალი კონტაქტებისა და პარტნიორების პოვნაში.

დაიმახსოვრეთ, ერთი კარგი და სანდო პარტნიორი შესაფერისი ქვეყნიდან უკვე კარგი დასაწყისია სქემის, რომელსაც თანდათან შეუერთდებიან მეგობრების მეგობრები და შეიქმნება ბრწყინვალე პარტნიორობა ევროკავშირის პროექტისთვის. 

გაითვალისწინეთ, რომ მუშაობა მოგიწევთ საერთაშორისო გუნდთან, ამიტომ უნდა გაეცნოთ თქვენი პარტნიორის ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, ადათ-წესებს და სხვა მნიშვნელოვან სახასიათო ნიშნებს, რათა უკეთ გაუგოთ ერთმანეთს და აწარმოოთ კულტურათაშორისი დიალოგი. 

იხილეთ ვიდეო ლექცია - https://www.culturepartnership.eu/ge/publishing/creative-europe-course/lecture-2-how-to-build-partnerships