პუბლიკაციები - ლექციები - მესამე ლექცია: წარმატების ფაქტორები

მესამე ლექცია: წარმატების ფაქტორები

მესამე ლექცია: წარმატების ფაქტორები
მესამე ლექცია: წარმატების ფაქტორები

არა მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული სახელმძღვანელოები, მაგრამ აგრეთვე:

ევროპა 2020 - ევროპული სტრატეგია სწრაფი, მდგრადი და კომპლექსური განვითარებისთვის;

ევროპული პროგრამა კულტურის საკითხებზე გლობალიზაციის ეპოქაში;

წინადადებების, რეკომენდაციების, წარმატების ისტორიების გავრცელების პრინციპი;

გამოიყენეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი კვლევები, მოხსენებები, მეთოდოლოგიები;

ყოველივე ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ევროკავშირის პროგრამა.

იაზროვნეთ ევროპულად, გამოხატეთ აზრები ევროპული განზომილების და დამატებითი ღირებულების შესაბამისად, ვინაიდან პროექტები არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს.

მნიშვნელოვანია გაიგოთ კონკრეტულად როგორ მუშაობს პროგრამა: ფულადი სახსრები მოდის სააგენტოდან, რომელიც მდებარეობს ბრიუსელში, თქვენ კონკურენციას გიწევენ პროექტში მონაწილე ქვეყნები; პროექტების შეფასება ხდება ევროკავშირის დონეზე, შედეგებს დიდწილად განაპირობებს ეროვნული ბიუჯეტი.

თქვენ უნდა წარმოადგინოთ საინტერესო და ინოვაციური იდეა (ინოვაცია არ ნიშნავს რაიმე სრულიად ახლის გამოგონებას, ეს შეიძლება იყოს არსებული საქმიანობის ახალი კომბინაცია, რომელიც თავისთავად ინოვაციურია).

თუმცა... მხოლოდ შესანიშნავი იდეა არ არის საკმარისი... თქვენ უნდა კითხოთ საკუთარ თავს „შეესაბამება თქვენი პროექტის იდეა აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტებს“? წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ბრწყინვალე იდეა ვერ მოგიტანთ წარმატებას.

მოცემული თანამშრომლობის პროექტების პრიორიტეტებია სახელმწიფოთაშორისო მობილურობა, აუდიტორიის გაფართოება და შესაძლებლობების განვითარება.

დაგეგმეთ წინასწარ, რადგან შეფასების პროცესს სჭირდება 6 თვე და პროექტი შეიძლება გაგრძელდეს 4 წელი.

რაც შეეხება პარტნიორებს. ზოგჯერ უმჯობესია იმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, რომლებსაც იცნობთ და ენდობით, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმით და აქტიურობით - რაც გულისხმობს რეალურ თანამშრომლობას. შეძლებისდაგვარად, გაზარდეთ მათი რიცხვი. ასევე ეცადეთ დაიცვათ პარტნიორებისა და საქმიანობის გეოგრაფიული ბალანსი. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტი უნდა შეესაბამებოდეს პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს, ის უნდა იყოს კომპლექსური, ფართო, საჭირო და ღირებული.

ძალზედ მნიშვნელოვანია აღნიშნოთ პროექტის გრძელვადიანი შედეგები. რა მოხდება მისი დასრულების შემდეგ?

ნუ დაწერთ აბსტრაქტულ წინადადებებს, ეცადეთ რაც შეიძლება კონკრეტულად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი. გაითვალისწინეთ, რომ არგუმენტები, რომლებსაც ექსპერტები ვერ ნახავენ თქვენ განცხადებაში, არ იქნება შეფასებული. გამოიყენეთ მეთოდოლოგიური მიდგომა, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდები და კრიტერიუმები.

გაუზიარეთ პასუხისმგებლობა და ფინანსური ხარჯები თქვენ პარტნიორებს. ბიუჯეტი უნდა იყოს დაბალანსებული და არა მოგებაზე აგებული.

მოიძიეთ სახელმწიფო დაფინანსება და თანადაფინანსების სქემები, რათა გაზარდოთ დაბალანსებული დაფინანსება.

ყურადღებით გადახედეთ შესაბამის ხარჯებს, ურთიერთობას ევროკავშირსა და ეროვნულ კანონმდებლობას შორის .

მოკლედ რომ ვთქვათ - გაეცი, მიიღე ან წადი 

გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ დამატებით ონლაინ მასალას. 

ლექციის ვიდეო იხილეთ - https://www.culturepartnership.eu/ge/publishing/creative-europe-course/lecture-3-success-factors