პუბლიკაციები - ლექციები - პირველი ლექცია: შერჩევის კრიტერიუმები

პირველი ლექცია: შერჩევის კრიტერიუმები

პირველი ლექცია: შერჩევის კრიტერიუმები
პირველი ლექცია: შერჩევის კრიტერიუმები

1. პირველი - განცხადებები უნდა შემოდიოდეს შესაბამისი ქვეყნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ კრეატიული ევროპა ევროკავშირის პროექტია, კულტურულ ქვეპროგრამაში მონაწილე ქვეყნების სია შედგება არა მხოლოდ წევრი ქვეყნებისგან.

მიერთებულ ქვეყნებთან, კანდიდატ ქვეყნებთან და პოტენციურ ქვეყნებთან ერთად (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, თურქეთი) ჩვენ გვყავს ისლანდია და ნორვეგია.

და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმ ქვეყნებს, რომლებსაც მოიცავს ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, ასევე შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეობის მიღება. დღეისათვის ევროკავშირთან მემორანდუმებს ხელი მოაწერეს საქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ.

ამგვარად, სულ არის 39 მონაწილე ქვეყანა, არ გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ სხვა ქვეყნები გახდნენ ასოცირებული პარტნიორები. 

2. მეორე - შესაბამისი აპლიკანტები

პროექტის ხელმძღვანელი და პარტნიორები უნდა ეწეოდნენ აქტიურ საქმიანობას კულტურულ და კრეატიულ სექტორებში და ჰქონდეთ იურიდიული პირის მინიმუმ 2-წლიანი სტატუსი განცხადების შეტანის ბოლო ვადამდე, იმისთვის რომ დარეგისტრირდნენ მონაწილეთა პორტალზე.

ფიზიკური პირები ნუ შეიტანენ განცხადებას გრანტის თაობაზე.

3. მესამე - შესაბამისი პროექტები

პროექტის მასშტაბების, საჭიროების, არსის, მიზნებისა და პრიორიტეტების მიხედვით, აპლიკანტებმა უნდა აირჩიონ კატეგორია; 1კატეგორია - მცირემასშტაბიანი ერთობლივი პროექტები, 2 კატეგორია მსხვილი ერთობლივი პროექტები.

მცირემასშტაბიანი ერთობლივი პროექტები უნდა მოიცავდეს პროექტის ხელმძღვანელს და მინიმუმ ორ პარტნიორს, რომლებიც იურიდიულად წარმოადგენენ კრეატიული ევროპის კულტურულ ქვეპროგრამაში მონაწილე მინიმუმ სამ სხვადასხვა ქვეყანას. მცირემასშტაბიანი პროექტების მაქსიმალური დაფინანსება ევროკავშირის მიერ შეადგენს 200 000 ევროს, რაც არის მიღებული ბიუჯეტის მაქსიმუმ 60%.

მსხვილი პროექტები უნდა მოიცავდეს პროექტის ხელმძღვანელს და მინიმუმ ხუთ პარტნიორს, რომლებიც იურიდიულად წარმოადგენენ კულტურულ ქვეპროგრამაში მონაწილე მინიმუმ ექვს სხვადასხვა ქვეყანას. ევროკავშირის გრანტი არ უნდა აღემატებოდეს 2 000 000 ევროს, რაც შეადგენს მიღებული ბიუჯეტის მაქსიმუმ 50%.

ორივე შემთხვევაში, პროექტის ხელმძღვანელის ან რომელიმე პარტნიორის იურიდიული მისამართი უნდა იყოს ევროკავშირის ან ევროპული ეკონომიკური ზონის ქვეყანაში.

4. მეოთხე - საქმიანობის შესაბამისი კრიტერიუმები

შეთავაზებული საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს პროგრამის მიზნებსა და პრიორიტეტებს. პროგრამა მხარს უჭერს ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ძირითადად ეხება ტრანსნაციონალურ მოძრაობას, აუდიტორიის გაფართოებასა და შესაძლებლობების განვითარებას (განსაკუთრებით ციფრულ ფორმატზე გადასვლა, ახალი ბიზნეს მოდელები, განათლება და სწავლება).

საქმიანობა მხოლოდ აუდიოვიზუალურ სექტორებში მიუღებელია კულტურული ქვეპროგრამისთვის.

5. და ბოლოს - მისაღები პერიოდი

პროექტის აქტივობა უნდა დაიწყოს ივნისიდან დეკემბრამდე მსხვილი პროექტებისთვის და მაისიდან დეკემბრამდე მცირემასშტაბიანი ერთობლივი პროექტებისთვის. 

პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 48 თვეს.   

ვიდეო გიდის სანახავად გადადით ლინკზე - https://www.culturepartnership.eu/ge/publishing/creative-europe-course/lecture-1-eligibility-criteria