პუბლიკაციები - ლექციები - შეთავაზების წერის კურსი - ლექცია 2. როგორ განვსაზღვროთ პრობლემები, პროექტის მიზნები, საერთო ამოცანებ

შეთავაზების წერის კურსი - ლექცია 2. როგორ განვსაზღვროთ პრობლემები, პროექტის მიზნები, საერთო ამოცანები და შედეგები

შეთავაზების წერის კურსი - ლექცია 2. როგორ განვსაზღვროთ პრობლემები, პროექტის მიზნები, საერთო ამოცანები და შედეგები
ლექცია 2. როგორ განვსაზღვროთ პრობლემები, პროექტის მიზნები, საერთო ამოცანები და შედეგები

ამ ნაწილში ვეცდებით ყურადღება გავამახვილოთ განაცხადის დაწერის ზოგიერთ ასპექტზე, კერძოდ, პრობლემის, პროექტის მიზნის, საერთო ამოცანების და შედეგების განსაზღვრაზე. ეს ძირითადი დებულებები და მათი ლოგიკა ძალზედ მნიშვნელოვანია სათანადო სტრუქტურის შექმნისთვის და მკაფიოდ გადმოცემისთვისთქვენ საპროექტო განაცხადში.ამ ნაწილში შევეცდებით, ყურადღება გავამახვილოთ შეთავაზების წერის ზოგ ასპექტზე, კერძოდ იმაზე, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ პრობლემა, პროექტის მიზანი, ზოგადი ამოცანები და შედეგები. ამ ძირეულ ასპექტებს და მათ ლოგიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სააპლიკაციო ფორმის სტრუქტურისა თუ ნარატივის გამართულობისთვის.

როდესაც თქვენ შეთავაზებას წერთ, ყველაფერი იწყება პრობლემით.

ამგვარად, მე გირჩევდით, შეთავაზება პრობლემის ანალიზით დაგეწყოთ.

პრობლემის ანალიზი უშუალოდ ზემოქმედებს პროექტის დაგეგმვაზე, რაკი მას ძლიერი გავლენა აქვს შესაძლო ჩარევების სქემის შემუშავებაზე.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი პროექტი უნდა იყოს არსებული პრობლემის პასუხი და გადაჭრა, მაგალითად: 

აუდიტორიისთვის მიმზიდველი მხატვრული შეთავაზებების ნაკლებობა

კულტურის მენეჯერებისთვის მწირი საგანმანათლებლო შესაძლებლობების არსებობა 

ახლა მოდით, მოვხაზოთ რამდენიმე ნაბიჯი, რომლითაც უნდა შევუდგეთ საქმეს:

ა. განვსაზღვროთ კონკრეტულ სიტუაციაში არსებული საკვანძო პრობლემები;

ბ. ვცადოთ იერარქიულად დალაგება:

- რა იწვევს საკვანძო პრობლემას?

- რა არის საკვანძო პრობლემის ეფექტები/შედეგები? 

ამის მერე პრობლემის ანალიზი დაგვეხმარება, განვსაზღვროთ პროექტის მიზანი, ზოგადი ამოცანები დაშედეგები.

რა უნდა გავაკეთოთ?

პრობლემის ანალიზისას გამოვლენილი ნეგატიური სიტუაციები გარდავქმნათ მათი გადაჭრის გზებად, გამოხატეთ „პოზიტიური მიღწევების“ სახით;

რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც ჩვენი სააპლიკაციო ფორმის გადამწყვეტ ელემენტებს განვსაზღვრავთ?

პროექტის მიზანი იძლევა განსაზღვრული პრობლემის კონკრეტულ გადაწყვეტის გზას.

ის ჩამოყალიბებული უნდა იყოს, როგორც არსებული სიტუაციის ცვლილება: რის მიღწევას ვცდილობთ?

- აუდიტორიისთვის შეთავაზებული მხატვრული პროდუქციის გაუმჯობესებას

- კულტურის მენეჯერებისთვის ახალი, ამომწურავი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას

როგორც წესი, ცვლილება მიიღწევა პროცესის მეშვეობით და მის აღსაწერად გარკვეული ტიპის ზმნებს ვხმარობთ, მაგალითად: გაუმჯობესება, განმტკიცება, გაძლიერება, გამდიდრება, განვითარება, შემცირება, მინიმუმამდე დაყვანა ან მაქსიმალურად გაზრდა, ა.შ.

ზოგადი ამოცანები მხოლოდ ჩვენი პროგრამის შედეგად არ მიიღწევა.

ჩვენი პროგრამა თავის წვლილს შეიტანს უფრო ფართო ზეგავლენის მოხდენაში, მაგრამ ვერ შეძლებს, სრულად მოიცვას იგი.

ამგვარად, ზოგადი ამოცანების აღწერა უნდა წარმოგვიდგენდეს სასურველ სიტუაციას, რომლის რეალიზებას ჩვენი პროექტიც უწყობს ხელს.

- აუდიტორიის მნიშვნელოვანი დასწრება და მისი აქტიური ჩართვა მხატვრულ აქტივობებში

- ხარისხიანი მენეჯმენტი შემოქმედებით დაწესებულებებში/ორგანიზაციებში

შედეგები – ესაა კონკრეტული მიღწევები, რომლებიც პროექტის მიზნის რეალიზებას ემსახურება.

რა უნდა გავაკეთოთ/გაკეთდეს ამ მიზნის მისაღწევად?

- უფრო მდიდრული შეთავაზება აუდიტორიას, რომელიც მის მოლოდინს დააკმაყოფილებდა

- კულტურის მენეჯერებისთვის ახალი სასწავლო შესაძლებლობები 

თქვენი სააპლიკაციო ფორმის დიდი ნაწილი ფოკუსირებული იქნება აქტივობების აღწერაზე, რომლებიც შემდეგი ლოგიკის მიხედვით უნდა მოიხაზოს:

აქტივობები – შედეგები – პროექტის მიზანი – ზოგადი ამოცანები

აქტივობები – ესაა დაგეგმილი კონკრეტული დავალებები, რომლებიც პროექტის განმავლობაში უნდა შესრულდეს:

- აუდიტორიის საჭიროებების და გემოვნების გასაგებად კვლევის ჩატარება 

- კულტურის მენეჯერებისთვის საპილოტე ტრენინგების შემუშავება 

ლექციის სანახავად ეწვიეთ - https://www.culturepartnership.eu/ge/publishing/proposal-writing-course/vol-2