პუბლიკაციები - ლექციები - შეთავაზების წერის კურსი - ლექცია 3. „მცნებები“საპროექტო განაცხადის დასაწერად

შეთავაზების წერის კურსი - ლექცია 3. „მცნებები“საპროექტო განაცხადის დასაწერად

შეთავაზების წერის კურსი - ლექცია 3. „მცნებები“საპროექტო განაცხადის დასაწერად
ლექცია 3. „მცნებები“საპროექტო განაცხადის დასაწერად

1. არც კი დააპიროთ შეთავაზების წერის დაწყება, თუ გონებაში ჯერაც ბევრი კითხვის ნიშანი გიტრიალებთ. თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ:

- მკაფიო იდეა;

- სტრატეგიული პრიორიტეტები და უპირატესი საკითხები;

- აქტივობების დეტალური გეგმა, მათი შინაარსი და განრიგი.

ეს ყველაფერი უნდა შემუშავდეს თქვენს პარტნიორებთან ერთად და უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული პრობლემების და იმ გარემოს ანალიზს, რომელშიც ცხოვრობთ. 

2. თქვენი პროექტისთვის შეარჩიეთ სწორი პროგრამა/დონორი.

გააანალიზეთ პროგრამის პრიორიტეტები, რათა ნახოთ, თქვენი პროექტი ნამდვილად თუ შეესაბამება მათ.

მთლიანად წაიკითხეთ ექსპერტების შეფასების კრიტერიუმები, რათა შეგეძლოთ, პროექტის შედგენისას დაიხმაროთ ისინი.

ნახეთ უკვე შერჩეული პროექტების სია – და დაინახავთ, რეალურად რა დგას სიტყვების უკან.

შესანიშნავი იქნება, თუ შეძლებთ და შეხვდებით რომელიმე ამჟამინდელ ბენეფიციარს.

3. გულისყურით დაუფიქრდით აღწერაში მოცემულ მითითებებს.

ზეპირად დაისწავლეთ ისინი.

განმარტეთ ისინი, რათა ნამდვილად გაიგოთ, რას ნიშნავს ისინი თქვენი პროექტისთვის.

უზრუნველყავით, რომ აპლიკაციაში ისინი მკაფიოდ გამოიკვეთებოდეს.

4. აჩვენეთ ექსპერტებს, რომ თქვენ გაწაფული ხართ მოცემულ სფეროში.

დაარწმუნეთ ექსპერტები, რომ ის, რაც დაწერეთ, სინამდვილეა და არა ფულის საშოვნელად შეთხზული მხატვრული ნაწარმოები.

თქვენი ორიენტაციის, ნოუ-ჰაუსა და კონტაქტების დასადასტურებლად დაიმოწმეთ რეგიონული, ნაციონალური და საერთაშორისო ანგარიშები და პუბლიკაციები

შეეცადეთ, მოცემულ სფეროში ექსპერიმენტულ-ინოვაციური მიდგომა განავითაროთ.

5. ექსპერტებიც ადამიანები არიან – ნუ გამოიწვევთ მათ გაღიზიანებას

ისინი, როგორც წესი, ასობით სააპლიკაციო ფორმას კითხულობენ.

მათ სჭირდებათ, მკაფიო და კარგად დალაგებული ტექსტი მიიღონ.

სათქმელი გადმოეცით მოკლედ და კონკრეტულად, უპასუხეთ დასმულ კითხვებს;

დასტურად ნუ მოიტანთ დაუმოწმებელ ინფორმაციას;

ნუ მოხვალთ წინააღმდეგობაში საკუთარ თავთან;

ნუ დაჰპირდებით ისეთ რამეს, რის შესრულებაც არ შეგიძლიათ.

გახსოვდეთ, რომ ისინი, ჩვეულებრივ, არ იცნობენ თქვენს დაწესებულებას თუ პარტნიორთა კონსორციუმს. თუ გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება, მათ ამის შესახებ არაფერი ეცოდინებათ.

6. გადმოცემის ენის ხარისხი კარგი უნდა იყოს, მაგრამ არავინ მოელის თქვენგან, მშობლიურივით ფლობდეთ უცხო ენას, რომელზეც პროექტს წერთ. რა შეგიძლიათ იღონოთ მის გასაუმჯობესებლად:

იპოვეთ ბალანსი ზედმეტად პროფესიულ და სასაუბრო ენას შორის;

იპოვეთ და ხაზი გაუსვით საკვანძო სიტყვებს;

გამოიყენეთ თქვენი კოპირაიტერის უნარები – მოიფიქრეთ რამდენიმე მგრძნობიარე სათაური.

7. აპლიკაციის წერის პროცესში დრო თქვენი მტერი იქნება:

შეუდექით დროულად და გულდასმით დაგეგმეთ;

გადაამოწმეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგში გაქვთ;

სთხოვეთ სხვებსაც, ჩაბარებამდე გადაიკითხონ თქვენი პროექტი და მოძებნონ შინაარსობრივი, ლოგიკური და ენობრივი შეცდომები;

ყველაფერი სამ-სამჯერ გადაამოწმეთ – ძალიან ადვილია შეცდომის დაშვება, მით უფრო, შეთავაზების წერისთვის დადგენილ ვრცელ საერთაშორისო მოთხოვნებში.
8. ნუ მოიბეზრებთ შეთავაზების წერას. რაც მოსაბეზრებელია თქვენთვის, მოსაბეზრებელი იქნება სხვებისთვისაც. დაგეგმვისას შეისვენეთ ხოლმე და ისევ მიუბრუნდით სამუშაოს.

იხილეთ ლექცია - https://www.culturepartnership.eu/ge/publishing/proposal-writing-course/vol-3