პუბლიკაციები - სტრატეგიული დოკუმენტები - საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025

საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025

საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025
კულტურის სტრატეგია 2025 არის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დაგეგმვის გრძელვადიანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.

საქართველოს სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის დოკუმენტი „კულტურის სტრატეგია 2025“ დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N 303 დადგენილებით.

დოკუმენტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა. სტრატეგიის შემუშავების პროცესი ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა და ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად იქნა შეფასებული ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის მიერ.

მოცემული სტრატეგია ეფუძნება საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს, ითვალისწინებს ხელისუფლების ორგანოების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული წრეების, ბიზნესის, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და ფართო საზოგადოების თანამშრომლობას, ინსტიტუციური რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას კულტურისა და შემოქმედების სფეროს გასავითარებლად.

კულტურის სტრატეგია 2025, გარდა კულტურის ტრადიციული მიმართულებებისა, ორიენტირებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობაზე, რაც სექტორის ეკონომიკური გაძლიერების და ზოგადად, ქვეყნის მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

სტრატეგიის განხორციელების მომდევნო ეტაპი გულისხმობს 2 წლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, სადაც დეტალურად გაიწერება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი კონკრეტული აქტივობები.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს სამოქალაქო საზოგადოების წევრებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი.

გადმოწერეთ დოკუმენტი - http://culturepolicy.gov.ge/getfile/c6ebf2e3-4510-4588-a062-29f438ac1d37/.aspx