პუბლიკაციები - სტრატეგიული დოკუმენტები - საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი

საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი

საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაში პრიორიტეტულად არის მიჩნეული განათლების და ეკონომიკის საკითხები - თავის მხრივ, შემოქმედებით ინდუსტრიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აღნიშნული სფეროების განვითარებაში. 

ამ მიზნით, შემუშავდა "საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი", სადაც წარმოდგენილია სექტორის განვითარების მოდელი, სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები და ის პროექტები / პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში.

საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევის პრეზენტაცია 29 სექტემბერს, სასტუმროში "Rooms Hotel Tbilisi", კონფერენციის - "თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად" ფარგლებში გაიმართა.

საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი 2016-2017 (ქართული)