პუბლიკაციები - კვლევები - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა
დოკუმენტი შემუშავდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის, ფარგლებში.

დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის ამოცანების ანალიზს და გამოწვევების ფორმულირებას. ნაშრომი განიხილავს რა საზოგადოების, მთავრობის, საჯარო სამსახურების, კერძო სექტორისა და მემკვიდრეობით დაინტერესებული სხვა ჯგუფების წინაშე არსებულ პრობლემებსა და შესაძლებლობებს მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, გარკვეულ სტრატეგიულ ამოცანებზეც იძლევა ზოგად რეკომენდაციებს.

კვლევის ამოსავალია დებულება, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების სწრაფვა ევროინტეგრაციის გზაზე შეუქცევადი პროცესია. საქართველოსთვის ორგანულია დასავლურ ფასეულობათა სისტემა და ის მზად არის „კულტურის სექტორის გასაძლიერებლად და კულტურის, როგორც რეფორმატორის, ტოლერანტულობისა და სოციალური შემაკავშირებლის როლის გასაზრდელად.“ 

დოკუმენტის შემუშავებისას შეგროვდა და გაანალიზდა ადგილობრივი ოფიციალური სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის ხელმისაწვდომი თემატური კვლევები და ანგარიშები; გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სექტორული დოკუმენტები და ამ ორგანიზაციების საბაზისო ანგარიშები საქართველოში კულტურის პოლიტიკის სფეროზე; ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შედეგები. 

დოკუმენტის ენა - ქართული
კვლევის დოკუმენტის ჩამოსატვირთათ ეწვიეთ ბმულს.