განვითარება - დაფინანსება საქართველოში - ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამა

ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამა

10.11.2016
საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს.

განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15.  

15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. იმ ბიზნეს იდეების ავტორებს, რომლებმაც პროგრამის პირველ კონკურსში შემოიტანეს განაცხადი და ვერ მოიპოვეს დაფინანსება, აქვთ შესაძლებლობა აპლიკაციის შევსების გარეშე მონაწილეობა მიიღონ მეორე კონკურსში, ასევე სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ კონსულტაცია გაიარონ „სტარტაპ საქართველოს" წარმომადგენლებთან და დახვეწონ ადრე წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. პირველ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. ინოვაციურ ნაწილში გამარჯვებული 36, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 20 აპლიკანტი გახდა.

იხ. ვებ-გვერდი - http://startup.gov.ge/geo/details/45