განვითარება - დაფინანსება საქართველოში - სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის 2017 წელსწარმოების დაფინანსების კონკურსის პირობ

სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის 2017 წელსწარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

14.02.2017

კონკურსის მიზანი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.

2017  წლის 8 თებერვალს   ცხადდება კონკურსი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით.
საკონკურსო  დოკუმენტაციის მიღება  უნდა  განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით
იხ. ვიდეო გზამკვლევი 
ლინკი:https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ 

გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში   წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი  ბეჭდური ვერსია.

უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

საექსპერტო კომისიაში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელი, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

დაფინანსება
კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე, საექსპერტო კომისიის რეკომენდებული თანხის შესაბამისად.

ბიუჯეტი
საკონკურსო ფონდი შეადგენს  300 000 (სამასი ათასი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს სრულად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა
ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს მინიმუმ 3  (სამი) პროექტს.

კონკურსის პირობები იხილეთ ბმულზე - http://www.gnfc.ge/geo/competition/278