განვითარება - დაფინანსება საქართველოში - სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

10.03.2017
კონკურსის მიზანი
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.


საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით იხ. ვიდეო   გზამკვლევი  გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია.


უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის გადასახადის გადამხდელი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
კონკურსში არ განიხილება რეჟისორების პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტები.

დაფინანსება
კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე, საექსპერტო კომისიის რეკომენდებული თანხის შესაბამისად.

ბიუჯეტი
საკონკურსო ფონდი შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს სრულად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა
ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს მინიმუმ 2 (ორ) პროექტს. 

ქრონომეტრაჟი
ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 70 წთ-ზე ნაკლები.

ვადა
საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2017 წლის 20 აპრილი 18:00სთ-მდე; საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) ერთი ეგზემპლარი წარმოდგენილი უნდა იყოს კინოცენტრში ბეჭდური სახით 2017 წლის 26 აპრილის 18:00 სთ-მდე. თუ დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსია არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ვადაში პროექტი არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა განსახილველად. 

კონკურსის დოკუმენტაცია და სხვა პირობები იხილეთ ვებ-გვერდზე