• სიახლეები
  • „თავისუფლება შემოქმედებისთვის, შექმენი თავისუფლებისთვის" - ნამუშევარი საქართველოდან

„თავისუფლება შემოქმედებისთვის, შექმენი თავისუფლებისთვის" - ნამუშევარი საქართველოდან

„თავისუფლება შემოქმედებისთვის, შექმენი თავისუფლებისთვის" - ნამუშევარი საქართველოდან

წარმოგიდგენთ საქართველოს სახელით წარდგენილ ნამუშევარს ციფრულ გამოფენაზე, „თავისუფლება შემოქმედებისთვის, შექმენი თავისუფლებისთვის / Free to Create, Create to be Free“ 

ნამუშევრის შერჩევის პროცედურების ორგანიზება განახორციელა სსიპ შემოქმედებითმა საქართველომ. ნამუშევრის შერჩევის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი და შეიქმნა კომისია, ხელოვნების სფეროს პროფესიონალების ჩართულობით, მათ შორის, სახელმწიფო, საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილებით.

ნამუშევრის შერჩევისას კომისია ითვალისწინებდა გამოფენის მთავარ თემას - მხატვრული გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, ნამუშევრის მხატვრულ ღირებულებას, ორიგინალურ ხედვას და ინოვაციური გადაწყვეტას, ასევე, ნამუშევრის შესაბამისობას „ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ციფრულ ეპოქაში“ https://freetocreate.art/manifesto/ge მანიფესტის ღირებულებებთან.

ციფრული გამოფენისთვის შერჩეულ იქნა თამარ გიორგაძის და თეო ბურკის ერთობლივი კოლაბორაცია / ნამუშევარი „პიკნიკი“, რომელიც წარმოადგენს ციფრულ იმიჯს. ნამუშევარი ეხმიანება გამოფენის თემატიკას - მხატრული გამოხატვის თავისუფლებას. ნამუშევარი მულტიდისციპლინარულია, რაც იძლევა საშუალებას მისი სხვადასხვა პლატფორმებზე გამოყენებისათვის, აქვს ორიგინალური კონცეფცია და იგრძნობა არტისტების კარგი გამოცდილება..