იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია
კონკურსის “იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ - შედეგები ცნობილია!
კონკურსი განხორციელდა საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
1.ნომიმაცია საუკეთესო პოეტური წიგნი / საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით საპრემიო ნომინაცია გაიყო :
- თებროლე და თანანო -გამომცემლობა „პეგასი“ - ზაზა ბიბილაშვილი;
- მზე, წვიმა და მე- გამომცემლობა „მერიდიანი“ -ნინო მოდრეკილაძე
2.ნომინაცია -საუკეთესო პროზაული წიგნი პატარებისთვის, 7 – 12 წელი / ,,გაზაფხულის კაბიდან გადმოვარდნილი ყვავილის ამბავი“- გამომცემლობა „მწიგნობარი“- მაია დიაკონიძე ;
3.ნომინაცია -საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი პატარებისთვის, 7 – 12 წელი/.ნომიმაცია: საუკეთესო პოეტური წიგნი / საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით საპრემიო ნომინაცია გაიყო :
- ტყუილების ქვეყანა და სხვა ზღაპრები -გამომცემლობა „ ელფი“- მხატვარი:ულიანა მესხი;
- სოკოურელი ბიჭი -გამომცემლობა „ ელფი“ - მხატვარი: მზია მექერიშვილი;
4.ნომინაცია-საუკეთესო საბავშვო დრამატურგია-პიესა-„სახლაჯუნა-ნინო გუგეშაშვილი ;
5.ნომინაცია-საუკეთესო დებიუტი-ტყუილების ქვეყანა და სხვა ზღაპრები-გამომცემლობა „ელფი“- ნინო ქადაგიძე;
6.ნომინაცია-საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის-გამომცემლობა "დილა" - დოდო წივწივაძე;
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსი არ შედგა შემდეგ ნომინაციებში:
- ნომინაცია - საუკეთესო პროზაული წიგნი ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
- ნომინაცია -საუკეთესო პროზაული წიგნი ყმაწვილებისთვის 13+;
- ნომინაცია - საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
- ნომინაცია - საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი;
- საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი
სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ გუნდი ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წარმატებას!
კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“მოსაპოვებლად“ ა.წ. 1 ივნისს გამოცხადდა. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულზე პრემიის სახით გაიცა 5000 ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).კონკურსის ფარგლებში სსიპ შემოქმედებით საქართველოს 20-მა განმცხადებელმა მომართა.