• სიახლეები
  • კონკურსი: საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა (თარგმნა, შექმნა)

კონკურსი: საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა (თარგმნა, შექმნა)

კონკურსი: საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა (თარგმნა, შექმნა)

სსიპშემოქმედებითი საქართველო“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, აცხადებს კონკურსს - „საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა (თარგმნა, შექმნა)“ 

 

კონკურსი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამისკულტურის ხელშეწყობისპრიორიტეტისქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობაფარგლებში.

 

კონკურსის მიზანია:

-       ქართული საბავშვო სალიტერატურო პროცესების განვითარებისა და თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორების მხარდაჭერა;

-       ქართულ ენაზე ახალი საბავშვო სალიტერატურო წიგნების შექმნა;

-       საბავშვო სალიტერატურო წიგნების თარგმნა, როგორც ქართულ ენაზე, ასევე, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულიდან უცხო ენებზე;

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

ფიზიკურ პირებს და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გამომცემლობებს / საგამომცემლო სახლებს), რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. 

 

კონკურსანტებმა მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით, საკონკურსო პირობებით დადგენილი ვადებისა და პირობების შესაბამისად. საპროექტო განაცხადის  ელექტრონული ფორმა და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტაზეdocs@creativegeorgia.ge.

 

საპროექტო განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, 2023 წლის 18 აპრილიდან 28 აპრილის 18:00 სათამდე;

 

პროექტის დასრულების თარიღი  განისაზღვრება არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა.

 

იხილეთ:

კონკურსის წესი და პირობები

დანართი N1 - განცხადების ფორმა

დანართი N2 - საპროექტო განაცხადი

დანართი N3 - დაზუსტებული ინფორმაცია

დანართი N4 - შესრულების ანგარიში

 

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ განაცხადზე დასტური არ მიიღეთ ერთ სამუშაო დღეში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 555 383029, სამუშაო საათების განმავლობაში.