კონკურსის -„საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა (თარგმნა, შექმნა)“ - შედეგები
კონკურსის -„საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა (თარგმნა, შექმნა)“ - შედეგები ცნობილია!
კონკურსი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
კონკურსის მიზანია:
- ქართული საბავშვო სალიტერატურო პროცესების განვითარებისა და თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორების მხარდაჭერა;
- ქართულ ენაზე ახალი საბავშვო სალიტერატურო წიგნების შექმნა;
- საბავშვო სალიტერატურო წიგნების თარგმნა, როგორც ქართულ ენაზე, ასევე, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულიდან უცხო ენებზე;
სსიპ შემოქმედებითი საქართველოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა შემდეგი პროექტები:
1. ქეთევან ჯიშიაშვილის საბავშვო მხატვრულ–საგანმანათლებლო წიგნი ,,ნინო მეფეთა ქალაქში’’ / გამომცემლობა „მერიდიანი“
2. დავით კიკნაველიძის საბავშვო ილუსტრირებული წიგნი-ნოველა „ჯინო“ და ამავე წიგნის აუდიოდისკის შექმნა და გამოცემა
3. მისუძუ კანეკოს ორენოვანი ქართულ-იაპონური წიგნი „ექო საქართველოდან“ / „სეზან ფაბლიშინგი“
4. ნინო მოდრეკილაძეს საბავშვო წიგნი „მზე მეწვია მე“
5. უილიამ საროიანის საბავშვო მოთხრობების კრებული „მე მქვია არამი“ ქართული თარგმანის გამოცემა / გამომცემლობა „აგორა“
6. ფიქრია ყუშიტაშვილის პროზაული კრებული „ანგელოზები სასეირნოდ გამოდიან“
7. „მცირედ მხედველი / უსინათლო ბავშვებისთვის საყმაწვილო წიგნის „გუჯარათის პრინცესა“ აუდიოვერსიების შექმნა ქართულად და ინგლისურად. ორენოვანი წიგნის ბეჭდვა / გამოცემა აუდიობმულების QR კოდებით“ / გამომცემლობა „ქეისიესი“
8. აკაკი დაუშვილის ზღაპარი „მზეთუნახავი ცაბუსა და კაცუდა დუდუსის თავგადასავალი“
9. გივი ჩიღვინაძის საბავშვო მოთხრობების კრებული „წერილები წიფლის ფუღუროდან“
10. წიგნი „თავისუფლება ფერთა ხვედრია“ თარგმანი ოსურ ენაზე / შპს „სეზანი“
11. თინათინ დვალის საბავშვო წიგნი „ცასა და დედამიწაზე“
12. ზაზა ბიბილაშვილის საბავშვო ლექსების კრებული „თებროლე და თანანო“ / გამომცემლობა „პეგასი“
13. ვანო ჩხიკვაძის ლექსების კრებული „აბა ბიჭო, განი, განი!“
სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ გუნდი ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წარმატებას პროექტების განხორციელებაში!