შემოქმედებითი კლასტერების ალიანსის პორტფოლიო
შემოქმედებითი კლასტერების ალიანსის პორტფოლიო შეიქმნა პროექტის - „შემოქმედებითი კლასტერების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“, ფარგლებში, რომლის ძირითადი ამოცანაა შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერების მხარდაჭერა. აღნიშნულის შესასრულებლად პროექტი მუშაობდა შემოქმედებითი ეკონომიკისა და შემოქმედებითი კლასტერების განვითარების საკითხებზე პოლიტიკის შემქმნელების ცნობიერების გაზრდასა და შემოქმედებითი კლასტერების და გაერთიანებების განვითარების ხელშეწყობაზე. პროექტი მოიცავდა შემოქმედებითი კლასტერების ალიანსის ინიციატორთათვის კონსულტაციის გაწევას, მათი უნარ-ჩვევების გაძლიერებას, ალიანსის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნას.
პორტფოლიო, ასევე, ეფუძნება შემოქმედებითი საქართველოს პროექტის ფარგლებში შექმნილ დოკუმენტს - „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში“, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის/იუნესკოს ფინანსური მხარდაჭერით.
ბროშურის მიზანია შემოქმედებითი კლასტერების ალიანსის წევრი ორგანიზაციების შესახებ საზოგადოებისთვის მოკლე ინფორმაციის მიწოდება.