„შემოქმედებითი საქართველოს ფორუმი 2.0“

„შემოქმედებითი საქართველოს ფორუმი 2.0“
იუნესკოს მხარდაჭერილი პროექტის -"შემოქმედებითი გარდასახვას" ფარგლებში, 28 ივნისს, „შემოქმედებითი საქართველოს ფორუმი 2.0“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შემოქმედებითი ეკონომიკის თემით დაინტერესებულ სხვადასხვა მხარეს შორის დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბება და პროექტის მიღწევების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.😇
ფორუმის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა პროექტის 3 მიმართულებაზე და სხვადასხვა სესიის ფარგლებში მსჯელობა შეეხო - შემოქმედებითი ეკონომიკის კვლევის დოკუმენტს, ცნობიერების ამაღლების კამპანიას და შემოქმედებითი ეკონომიკის სტრატეგიას.
შემოქმედებითი საქართველოს ფორუმი 2.0 ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://youtu.be/pt6_MpqBWOU
 
შემოქმედებითი გარდასახვა ხორციელდება იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის (IFCD) მხარდაჭერით