• სიახლეები
  • სტრატეგიის განვითარების სემინარი - შემოქმედებითი გარდასახვა

სტრატეგიის განვითარების სემინარი - შემოქმედებითი გარდასახვა

სტრატეგიის განვითარების სემინარი - შემოქმედებითი გარდასახვა
პროექტ "შემოქმედებითი გარდასახვის" ფარგლებში, 26 ივნისს, შემოქმედებითი ეკონომიკის მრავალსექტორული საბჭოს წევრებისთვის, სტრატეგიის განვითარების სემინარი გაიმართა.
შეხვედრას გაუძღვა საერთაშორისო ტრენერი და ექსპერტი - რაგნარ სიილი.
სემინარი მიზნად ისახავდა მონაწილეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს შემოქმედებითი ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის.
 
სემინარს დაესწრნენ შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარების საბჭოს წევრები: თამარ წულუკიძე, ეკატერინე მიქაძე, თამარ შავგულიძე, თათია ბიძნაშვილი, ვერიკო შენგელია, ანა კეკელია, ელენე გოგელია, ნინო კაკულია, ლელა მიქიაშვილი, ნინო ფურცხვანიძე, დავით ჟორჟოლიანი, თინათინ ქსოვრელი, ირმა გვილავა, ზაზა ფურცელაძე, ნინო (ნიკა) ქოჩიაშვილი, ირინა წეროძე, დევი ქიტუაშვილი, მარიკა კვირკველიძე, ანა შანშიაშვილი, ანი დაბრუნდასშვილი, ირინა წეროძე, მარინე ხურციძე, თამარ შაფათავა
შეხვედრას დაესწრო სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო (GITA), UCCN, აჭარა ჯგუფი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აწარმოე საქართველო, ბრიტანეთის საბჭო, რეწვის ასოციაცია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სხვა.
 
სემინარის ფარგლებში გამართული მსჯელობა მონაწილეებს დაეხმარა იმის გარკვევაში, თუ როგორ შეიძლება ეფექტური თანამშრომლობით საქართველოში შემოქმედებითი ეკონომიკის ზრდა.
შემოქმედებითი გარდასახვა ხორციელდება იუნესკოს/ კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით(IFCD).