• სიახლეები
  • „თავისუფლება შემოქმედებისთვის, შექმენი თავისუფლებისთვის" - გამარჯვებული ნამუშევარი

„თავისუფლება შემოქმედებისთვის, შექმენი თავისუფლებისთვის" - გამარჯვებული ნამუშევარი

„თავისუფლება შემოქმედებისთვის, შექმენი თავისუფლებისთვის" - გამარჯვებული ნამუშევარი

ევროპის საბჭოს ვირტუალურ გამოფენაზე „თავისუფლება შემოქმედებისთვის, შექმენი თავისუფლებისთვის / Free to Create, Create to be Free“ საქართველოს სახელით წარსადგენი ნამუშევრების შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა ნამუშევარმა 'პიკნიკი' /'Picnic'/ , რომელიც წარმოადგენს ქართველი ხელოვანების - თეო ბურკისა და თამარ გიორგაძის კოლაბორაციას. ნამუშევარი არის ციფრული იმიჯი, აწყობილია ფოტოშოფში და აერთიანებს ციფრულსა და ხელქმნილ გამოსახულებებს ფერწერული და ციფრული ესთეტიკის ზღვარზე. ნამუშევრის თემატიკა ეხმიანება საკონკურსოდ წარმოდგენილ კონცეფციას მხატვრული  გამოხატვის თავისუფლების შესახებ და ახდენს ხელოვნების ისტორიაში კარგად დამკვიდრებული სიუჟეტის - პიკნიკის თანამედროვე ვერსიის რემინისცენციას. ნამუშევრის მულტიდისციპლინარული ხასიათი საშუალებას იძლევა მისი სხვადასხვა   პლატფორმებზე გამოყენებისათვის იქნება ეს ვებ თუ ფიზიკური/ბეჭდური სახით.

როგორც ცნობილია, ნამუშევრის შერჩევის მიზნით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოცხადდა ღია კონკურსი და შეიქმნა კომისია, ხელოვნების სფეროს პროფესიონალების მონაწილეობით, მათ შორის, სახელმწიფო,  საერთაშორისო და  კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით.

ნამუშევრის შერჩევისას კომისია ითვალისწინებდა გამოფენის მთავარ თემას - მხატვრული გამოხატვის თავისუფლებას, ნამუშევრის მხატვრულ ღირებულებას, ორიგინალურ ხედვას და ინოვაციური გადაწყვეტას, ასევე, ნამუშევრის  შესაბამისობას „ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ციფრულ ეპოქაში“ https://freetocreate.art/manifesto/ge მანიფესტის ღირებულებებთან.