• სიახლეები
  • "ციფრული ტრანსფორმაცია" - UNESCO'ს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი

"ციფრული ტრანსფორმაცია" - UNESCO'ს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი

"ციფრული ტრანსფორმაცია" - UNESCO'ს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი

პროექტი „ციფრული ტრანსფორმაცია“ ხორციელდება სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მიერ და იგი მიზნად ისახავს კულტურული ორგანიზაციების გაციფრულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შესაბამისი უნარების გამომუშავებას. პროექტი დაფინანსებულია UNESCO-ს მიერ. 

დღევანდელ ეპოქაში, სადაც ციფრული გარემო ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მნიშვნელოვანია კულტურული ორგანიზაციები, ციფრულ სამყაროში, სრულფასოვნად წარმოდგენილნი იყვნენ. პროექტი გამოიკვლევს შემოქმედებით ინდუსტრიებში გაციფრულების მიმართულებით არსებულ საჭირობებსა და შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს გაციფრულების შესახებ ცნობიერების გაზრდას, ასევე, გადაამზადებს კულტურული ორგანიზაციების თანამშრომლებს და აუმაღლებს მათ შესაბამის კომპეტენციას. 

„ციფრული ტრანსფორმაცია“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს და განხორციელდება 2024 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში. აქედან, პირველი ეტაპი მოიცავს კვლევას, რომელიც გამოარკვევს შემოქმედებით ინდუსტრიებში გაციფრულების მიმართულებით არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს, ასევე, მოიძიებს საერთაშორისო კარგ პრაქტიკებს, რომელთა ინტეგრირება შესაძლებელია საქართველოს სივრცეში. გამოიკვლევს გაციფრულებისა და ტურიზმის ურთიერთკავშირს რათა აამაღლოს ცნობიერება გაცირულების სიკეთეების შესახებ. პროექტის მეორე ეტაპი მოიცავს, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სატრენინგო მოდულის შედგენასა და ტრენინგების ჩატარებას შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული აქტივობის მიზანია უშუალოდ, კვლევაზე დაფუძნებული მიგნებების შესაბამისად, სხვადასხვა მეთოდების დანერგვა ბენეფიციარებში რათა მოხდეს ციფრული სამყაროს ინტეგრირება კულტურული ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაში. ინიციატივის მესამე ეტაპი მოიცავს, ა) სატრენინგო მოდულის დაბეჭდვასა და კულტურული ორგანიზაციებისთვის გაზიარებას ციფრულად და ფიზიკურად, რაც იქნება ე.წ. სახელმძღვანელო დოკუმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებისთვის და ბ) ტრენინგების ფარგლებში, მონაწილე კულტურული ორგანიზაციებისთვის დემო ვერსიის ვებ-გვერდის შექმნასა და გატესტვას. 

“შემოქმედებითი საქართველოს გუნდი აქტიურად მუშაობს შემოქმედებით ინდუსტრიებში კვლევისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. იუნესკოს მიერ დაფინანსებული პროექტი “ციფრული ტრანსფორმაცია” არის ძალიან კარგი შესაძლებლობა დავეხმაროთ სხვადასხვა სექტორს გაფიცრულების პროცესში, მათ შორის ავამაღლოთ ცნობიერება ციფრული ტრანსფორმაციისა და მექანიზმების შესახებ, გავაზიაროთ არსებული სიკეთეები და ხელი შევუწყოთ ჩვენი პროექტის მონაწილეებში შესაბამისი უნარების ჩამოყალიბებასა და კომპეტენციის გაზრდას. ჩვენი გუნდი მოხარულია რომ ამ ინიციატივას მხარს უჭერს იუნესკო და ერთად ვცდილობთ უკეთესი გარემოს შექმნას შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის” - თინათინ ბაღაშვილი, პროექტის მენეჯერი.