“შემოქმედებითი გარდასახვა - შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება”
ინიციატორი და განმახორციელებელი: სსიპ შემოქმედებითი საქართველო
დონორი: იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდი (IFCD)
ხანგრძლივობა: 24 თვე (17/02/2021 - 28/02/2023)
ძირითადი მიზანი: შემოქმედებითი ეკონომიკის სექტორის გაძლიერება, მის პრიორიტეტულ დარგად აღიარება და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესის მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბება.
მოკლე აღწერა: პროექტის ფარგლებში შემუშავდება (1) შემოქმედებითი ინდუსტრიების ხუთწლიანი განვითარების სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა. სტრატეგია, ზოგადად სექტორის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავს შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას ახალგაზრდების, ქალთა და დაუცველი ჯგუფების გასაძლიერებლად და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩასაბმელად. საქართველოში პირველად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდება (2) შემოქმედებითი ინდუსტრიების საჭიროებათა და რესურსების მოკვლევა. პროექტი, სხვა კომპონენტებთან ერთად მოიცავს სექტორის ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის შესახებ (3) ცნობიერების ამაღლების კამპანიის - შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების გამართვას.
პროექტის შესახებ ინფორმაცია იუნესკოს ვებ-გვერდზე: Creative Twist – Boosting the cultural and creative industries in Georgia
პროექტის გუნდი
- ელენე თოიძე - პროექტის დირექტორი elene@creativegeorgia.ge
- ხატია ჭოხონელიძე - კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი khatiatchokhonelidze@gmail.com
- თინათინ ბაღაშვილი - ცნობიერების ამაღლების მიმართულების ხელმძღვანელი tiki@creativegeorgia.ge
- ვახტანგ ურუშაძე - სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი vato@creativegeorgia.ge
- თამარ ბახტაძე - პროექტის ადმინისტრაციული მენეჯერი bakhtadzetamuna@gmail.com