სსიპ შემოქმედებითი საქართველო - საქართველოს კულტურისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
ორგანიზაციის ხედვა: შემოქმედებითი ინდუსტრიები სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ზრდის და სოციალური კეთილდღეობის გენერატორია.
ორგანიზაციის მისია: საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა შესაბამისი პროგრამების , პროექტებისა და კონკურსების განხორციელების გზით.
მისიის შესასრულებლად მიზნად ვისახავთ:
- შემოქმედებითი ინდუსტრიების ცნობადობის გაზრდას;
- შემოქმედებითი მეწარმეების შესაძლებლობების განვითარებას გადამზადების პროგრამებით, სემინარებითა და სხვა აქტივობებით;
- თანამშრომლობის პლატფორმების ჩამოყალიბებას;
- დაფინანსების შესაძლებლობების შექმნას და არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
- შემოქმედებითი პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობას და დარგის ინტერნაციონალიზაციას;
- შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში კვლევითი საქმიანობის განვითარებას.